“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად “ლოს ანჯელეს გელექსიში” მოთამაშე რიკი პუჩი EFE-ს ესაუბრა.
23 წლის ნახევარმცველმა “ბლაუგრანას” ამჟამინდელ მდგომარეობასა და “ბარსა ატლეტიკის” ახალწვეულზე, ხულიან არაუხოზე ისაუბრა.
წელს “ბარსა” ძალიან კარგად თამაშობს. ამაზე რიცხვებიც მეტყველებს. გუნდმა ლა ლიგის 22 ტურში მხოლოდ 7 გოლი გაუშვა. ეს დაუჯერებელია. სწორედ ეს ჭირდებოდა “ბარსას”, ამ ასპექტში მომატება, რადგან გუნდს გოლების გატანა არც მანამდე უჭირდა.
ვფიქრობ, “ბარსა” წელს დიდ წარმატებებს მიაღწევს.
“ბარსელონას” თამაშებს არ ვაცდენ. გამიმართლა, რომ როდესაც ჩვენი ვარჯიში სრულდება, “ბარსას” თამაში იწყება. სადილამდე ტელევიზორს ვრთავ და ვუყურებ.
“ლოს ანჯელეს გელექსიში” პუჩის თანაგუნდელი იყო ხულიან არაუხო, რომელიც ცოტა ხნის წინ “ბარსა ატლეტიკში” გადავიდა. ესპანელმა ახალგაზრდა მექსიკელ მარჯვენა მცველზეც ისაუბრა.
როდესაც არაუხოს “ბარსაში” გადასვლის შანსი გაუჩნდა, მას ვუთხარი, რომ დასაფიქრებელი არაფერი იყო, რომ ეს შანსი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა. ეს ძალიან კარგი შანსია, ხულიანი განვითარდეს, როგორც ფეხბურთელი. “ბარსელონა” ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. აღარაფერს ვამბობ ქალაქზე, რომელიც იდეალურია.
არაუხო არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია, “ბარსას” ბევრი რამ მისცეს. ის თავისუფალ სივრცეებს კარგად ითვისებს.
ძალიან მონდომებული კი იყო და თავს არ ზოგავდა მინდორზე, მაგრამ არ ქონდა ბარსელონაში სათამაშო ტალანტი და რა ექნა. კარგია თუ იქ მაინც არის ბედნიერი.
Rogor meimedeboda es oxeri,marq mainc magrad mevaseba❤️
ცოტა არ იყოს მეცოდება ეს ბიჭი, მაგრამ 23 წლის ასაკში ხალხი ანგრევს მსოფლიო ფეხბურთს ეს კიდე ისევ იმ დონეზეა რაზეც 5 წლის წინ
ამის კარიერა თუ ესე წარიმართებოდა არ მეგონა
აღარც კი მახსოვდა თუ არსებობდა