workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესიმ ბარსელონაში სერხიო ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან ისადილა

ლეო მესიმ ბარსელონაში სერხიო ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან ისადილა

Sport-ის ინფორმაციით, ლიონელ მესი ბარსელონაში რამდენიმე დღით დაბრუნდა და გუშინ სერხიო ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან ერთად ისადილა.

ფოტო Instagram-ზე არგენტინელი ლეგენდის მეუღლემ, ანტონელა როკუცომ გამოაქვეყნა. მის გარდა, შეხვედრაზე ბუსკეტსისა და ალბას პარტნიორებიც იმყოფებოდნენ.

ლეოს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია და “ბარსას” ფეხბურთელებთან შეხვედრა, შესაძლოა, კვლავ სპეკულაციის საფუძველი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ მამამისმა, ხორხე მესიმ განაცხადა, რომ ჟოან ლაპორტასთან კონტაქტი არ ჰქონია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 22 თებ 2023, 16:50

    ის მაღალი კაცი ვიღაა უკანა პლანზე.

  • Georgebina
    schedule 21 თებ 2023, 21:00

    გაუკეთონ შეთავაზება და დაასრულებინონ კარიერა იქ სადაც იმსახურებს… რაც არ უნდა იძახოთ არ ვარ მომხრე მაგის დაბრუნებისო, მინიმუმ იმას მაინც იმსახურებს ეს კაცი ყველა იმ ტიტულის შემდეგ რაც ბარსას მოაგებინა, რომ შესაბამისი გაცილება მოუწყონ და არ იმსახურებს, რომ კარიერა სადღაც ლა გალაქსიში დაასრულოს.

    რაც შეეხება მესის, მის ადგილას წარმოიდგინეთ თავი. ოჯახი ყავს, შვილები, რომლებსაც სკოლის/გარემოს შეცვლა მოუწიათ უკვე. როგორ გგონიათ რა ურჩევნია მესის, კიდევ შეაცვლევინოს შვილებს გარემო და კიდევ იგივე დისკომფორტი გაიარონ თავისმა შვილებმა თუ იქ დაბრუნდნენ სადაც მათი სახლია – ბარსელონაში?

    ელემენტარულ შეთავაზებაზეც დათანხმდება მესი ჩემი აზრით, ყველაფერი მოიგო, ფულიც გააკეთა. თავის დროზეც თქვა, რომ მისთვის არავის უთხოვია გუნდში დარჩენა და უფასოდ თამაში, სწორედ ეგ იყო შეცდომა. არამგონია ისეთი ადამიანი იყოს ლეო, რომ არ გაითვალისწინოს გუნდის მდგომარეობა და არ დაეხმაროს, მიუხედავად იმისა, თუ რა გაუკეთა ლაპორტამ თავის დროზე. კაცი იყოს ლაპორტა, ბოდიში მოიხადოს და დაალაგოს სიტუაცია.