workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანსუ ფატი: ვიმედოვნებ, ბარსაში დიდი ხნით დავრჩები

ანსუ ფატი: ვიმედოვნებ, ბარსაში დიდი ხნით დავრჩები

ანსუ ფატიმ laSexta-სთან საუბრისას განაცხადა, რომ “ბარსაში” დარჩენა სურს:

ინტერესი პრემიერ ლიგიდან? “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2027 წლამდე მაკავშირებს და ვიმედოვნებ, აქ დიდი ხნით დავრჩები.

გუშინ გაბრაზებული ვიყავი, რადგან ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ფანებს, რომლებიც “კამპ ნოუზე” მუდამ მხარს მიჭერენ, საპასუხოდ ვერაფერს ვუბრუნებ.

ეს კლუბი ძალიან მიყვარს და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფატის აგენტს ინგლისური კლუბები დაუკავშირდნენ, მაგრამ ფეხბურთელის პოზიცია ნათელია: მას მხოლოდ “ბარსაში” დარჩენა სურს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (22)

  • M10 S9 D11
    schedule 21 თებ 2023, 14:20

    გასაყიდია ეს

  • nika 54
    schedule 21 თებ 2023, 11:00

    ეს კლუბი ძალიან მიყვარს და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ.
    მერე გააბედნიერე მაყურებელიც, რა გიშლის ხელს. ტექნიკა გაქვს სისწრაფეც ასაკი ხო გიწყობს და გიწყობს ხელს ითამაშე რა. წნეხი გავიგეთ, მაგრამ სხვას არავის მიუღია ტრავმა? მორჩენილი ხარ და დაიწყე უკვე თამაში, კლუბს ვერ დაადანაშაულებ, მაგრამ ხო არის რაღაც სხვაც. ბოლო ბოლო მილიონები მიდის შენს შენახვაში და ხეირი ნოლია. მესის არ შეგადარებ, მაგრამ შენს ასაკში მიიღო იმანაც უმძიმესი ტრამვა და და მაინც დაბრუნდა ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს. თუ არ გარისკე იმასაც დაკარგავ რაც გაქვს, მიეჩვევი ასე უაზრო სირბილს და ვეღარ გადაეჩვევი მერე კი გაგყიდიან კი არა შეიძლება სულ უგუნდოდ დარჩე.