workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
59 ქულა 22 მატჩის შემდეგ – ჩავიზე უკეთესი შედეგი მხოლოდ გვარდიოლას ბარსას აქვს

59 ქულა 22 მატჩის შემდეგ – ჩავიზე უკეთესი შედეგი მხოლოდ გვარდიოლას ბარსას აქვს

“ბარსელონამ” გუშინ “კამპ ნოუზე” “კადისი” 2-0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევარზე კვლავ 8 ქულით წინაა.

აღსანიშნავია, რომ კატალონიურ კლუბს ლა ლიგაში 22 მატჩის შემდეგ 59 ქულა აქვს, რაც კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია – ჩავიზე უკეთესი სტატისტიკა მხოლოდ პეპ გვარდიოლას “ბარსას” ჰქონია (2010/11 წლების სეზონში).

წლევანდელ სეზონში აღსანიშნავი ფაქტი ასევე ისაა, რომ გუნდი გოლს თითქმის არ უშვებს – 22 ტურის შემდეგ “ბარსელონამ” საკუთარ კარში მხოლოდ 7 გოლი მიიღო, რაც პრიმერა დივიზიონის რეკორდია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • me da barca
    schedule 21 თებ 2023, 11:22

    ერთშიც და მეორეშიც თვითონაა მონაწილე.

  • nika 54
    schedule 21 თებ 2023, 11:05

    კატალონიურ კლუბს ლა ლიგაში 22 მატჩის შემდეგ 59 ქულა აქვს, რაც კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია – ჩავიზე უკეთესი სტატისტიკა მხოლოდ პეპ გვარდიოლას "ბარსას" ჰქონია (2010/11 წლების სეზონში).
    და რამდენი ქონდა ბარემ დაგეწერათ, დაგვაინტრიგეთ? ძალიან მაინტერესებს და ახლა არქივებში ვეძებოთ?
    და კიდევ ბარსას ჰქონია კია არა,"ჰქონდა". ჰქონია ისე ისმის თითქოს სხვისგან გაგონილს იმეორებდეთ.

  • ნიკა ჯაფარიძე_2
    schedule 21 თებ 2023, 03:06

    ჩემი აზრით ჩავის ყველაზე დიდი პრობლემაა ფეხბურთელების მიმართ უნდობლობა,რასაც აგერ კი ვხედავთ რომ დიდი პრობლემაა

  • Maestro 6
    schedule 21 თებ 2023, 02:30

    აი ჩავის გუნდს რომ გადავხედოთ და მერე პეპის გუნდს, ნეკარის და მარცხენა მცველის გარდა სხვა პოზიციებზე ნუ შევადარებთ,ნის გუნდი იყო ისეთი, როგირიც შესაძლოა ათწლეულების მანძილზე ვერ ვნახოთ, თითქოს ცაზე ყველა ვარსკვლავი იდეალურად განლაგდა მაშინ, ახლა კი ფინანსური კრიზისია, გვყავს მოხუცები, ბავრშვები, ტრამვებზე და მსაჯებზე აღარ ვსაუბრობ ასევე, ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგაა და თუ ვინმეს ჰგონია რომ ჩავი უნდა მოსულიყო და ამ გუნდით ლიგა დაედო, რავი ძალით იბრმავებდით თავს ალბათ, ამ ყვეკაფრისდა მიუხედავად ტიომა ორჯერ გახედნა რეალი და წელს ლა ლიგასაც დებს, მოკლედ სულ რომ არაფერი გუნდის ლეგენდაა და მეტ ოატივისცემას იმსახურებს

  • Rick Sanchez
    schedule 20 თებ 2023, 23:05

    ევროტურნირებზე არც ეგ ნაქები დაცვა ჩანს და არც სხვა დანარჩენი

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 20 თებ 2023, 19:38

    ციტატა: Robert lewandovski
    ძმებო, ოლდ ტრაფორდზე ვერ უნდა ჩავუდოთ ეშმაკებს? მაინც იმედი მაქვს დანაკლისის მიუხედავად რო ჩაუდებთ.


    Rogor ar sheidzleba ro chavudot dzma,yvelaferi sheidzleba moxdes. Mec maq imedi prosta vcdilob ro zedmetad ocnebebshi ar wavide,mere ro mtkivneuli ar iyos. Xavis shecdomebi ro ara pirvel matchshi axla old Traffordze kai sxvaobit chavidodit. Rasac vukvirdebi adre manchesteris fanoba pativiscemit gamoircheoda,exla dzaan ablatavebulni arian da iset terminebs xmaroben rac ar momwons,gavxevt/chavudebt/gadavxsnjt da karoche,gamiswordeba tu daisjebian. Miuxedavad imisa ro sheidzleba wavagot araferia. Laligaa wels mtavari da egeba reals copazec chavudot. 3 tituli iqneba eg. Rac dagvxatavs.manchestan gacdena didi fsychologiuri momenti iqneboda,tan gasvlaze,momavlistvjs gvecodineboda ligaze rogor mivudget grandebs,shishic aravisi gveqneboda,vnaxot ra iqneba ra…

  • Robert lewandovski
    schedule 20 თებ 2023, 16:55

    ძმებო, ოლდ ტრაფორდზე ვერ უნდა ჩავუდოთ ეშმაკებს? მაინც იმედი მაქვს დანაკლისის მიუხედავად რო ჩაუდებთ.

  • Wtf man1
    schedule 20 თებ 2023, 16:48

    ყოჩაღ ბიჭებს სასწაული დაცვა შევკარით ამდენი წლის მერე როგორც იქნა ძლივს. ნახევარდცვაც კარგია აი შეტევაში გვიჭირს ერთი კაი მარცხენა ვინგერი გვინდა ამ ზაფხულს ერთი ფორვარდი ახალგაზრდა ლევანას შემცვლელი და ერთიც ჩამშლელი ბუსის შემცვლელი და ვსიო მეტი არავინ გვინდა ვაფშე

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    schedule 20 თებ 2023, 16:48

    ძალიან კარგია. უბრალოდ გვარდია ბარსამდე ბევრი გვიკლია მითუმეტეს 2010/2011 წლის ბარსასთან