კადისი 0-1 ბარსელონა | ჟოაუ ფელიშმა ბარსას მაკრატელა გოლით მოაგებინა

კადისი 0-1 ბარსელონა | ჟოაუ ფელიშმა ბარსას მაკრატელა გოლით მოაგებინა

“ბარსელონამ” ლა ლიგის 31-ე ტურში სტუმრად “კადისი” 1-0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში “ბარსას” მომენტები პრაქტიკულად არ შეუქმნია, მაგრამ 37-ე წუთზე მაინც გაიტანა: კუთხურის შემდეგ ჟოაუ ფელიშმა მაკრატელა დარტყმით ბრწყინვალე გოლი შეაგდო. პორტუგალიელი ლუის სუარესის შემდეგ “ბარსელონას” პირველი ფეხბურთელია, ვინც მარკეტელა გაიტანა. “ელ პისტოლერომ” ეს 2019 წელს, “სევილიასთან” შეძლო.

მეორე ტაიმიც მსგავსი სცენარით წარიმართა. 79-ე წუთზე, მეტოქის მალელ ნახევარმცველს, დიადი სამასეკუს კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი შორეული გასროლა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგერია. გერმანელმა პრიმერა დივიზიონში კარი მშრალად ზედიზედ მე-6 შეხვედრაში შეინახა.

ვინაიდან გუნდს 16 აპრილს “პარი სენ-ჟერმენთან” უმნიშვნელოვანესი განმეორებითი მატჩი (პირველ მატჩში “ბარსამ” 3-2 იმარჯვა) ელოდება, დღევანდელ შეხვედრაში ჩავიმ როტაციას მიმართა და გამარჯვება ძალების დაზოგვით ცადა, რაც გამოუვიდა. 

როგორც გითხარით, “ბარსელონა” 3 დღეში საკუთარ მოედანზე პსჟ-ს მიიღებს, 21 აპრილს კი გასვლაზე “რეალ მადრიდს” შეხვდება. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    14 აპრ 2024, 19:38

    პორტუგალიელი ლუის სუარესის შემდეგ "ბარსელონას" პირველი ფეხბურთელია, ვინც მარკეტელა გაიტანა.
    სამწუხაროა რო ლეომ ვერ გაიტანა მაკრატელათი თუმცა საგოლე პასი კი აქვს ამ გზით გაეთებული სუარესისთვის. ერთხელ მსოფლიოს საკლუბოზე ნეიმარის ბრაზილიურ გუნდთან სცადა და ააცილა პსჟ-ში კი გაიტანა გეხსომებათ. ოღონდ ჯერ მკერდზე მიიღო და მერე დაარტყა.

  • mesi_10
    14 აპრ 2024, 01:38

    ბოლოს მაკრატელა მგონი სუარესმა გაიტანა ისიც მთლად ამნაირი არ იყო..მამენტ ლა ლიგის საუკეთესო გოლათ დასახელდება დიდი ალბათობით..

  • Rick Sanchez
    14 აპრ 2024, 01:17

    რეალთან ალბათ აღარ გამოვა კარის მშრალად შენახვა, თუმცა 6ჯერ ზედიზედაც ვერავინ წარმოიდგენდა ამას ტერ შტეგენის დაბრუნებამდე.