workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-კადისი | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-კადისი | მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს ისეთი თამაში გვაქვს, მარტივად და ძალების დაზოგვით რომ უნდა მოვიგოთ. ევროპა ლიგაზე “მანჩესტერ იუნატედთან” გასამართი დაპირისპირების წინ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მეტოქე შესაფერისი გვყავს – ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი და სტუმრად ცუდად მოთამაშე “კადისი”.

სათამაშო ფორმა

ხუთშაბათს “მანჩესტერ იუნაიტედთან” ვერმოგების მიუხედავად “ბარსელონას” ფორმას მაინც არაფერი დაეწუნება. ერიკ თენ ჰაგს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და “წითელ ეშმაკებთან” ფრე ცუდად თამაშს ნამდვილად არ ნიშნავს.

ლა ლიგის მატჩებში კი “ბარსას” საქმე ძალიან კარგად აქვს. ჩავის გუნდმა წელს გამართული ექვსივე თამაში მოიგო, აქედან 5 ისე, რომ გოლი არ გაუშვია.

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “კამპ ნოუზე” გამართული 10 თამაშიდან “ბარსამ” 8 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. ამ 10 შეხვედრიდან ცხრაში კატალონიელებმა კარი მშრალად შეინახეს, ის ერთადერთი გოლი კი თერთმეტმეტრიანიდან გაუშვეს.

“კადისი” თითქმის მთელი განვლილი სეზონის განმავლობაში გასავარდნ ზონაში იყო, რომელსაც თავი ზედიზედ ორი საშინაო მატჩის მოგებით დააღწია. თუმცა სერხიოს გუნდი სტუმრად კვლავ არადამაჯერებელია. ბოლო 7 გასვლითი თამაშიდან “კადისმა” მხოლოდ 1 მოიგო.

დანაკლისი

“ბარსელონას” მდგომარეობა მატჩიდან მატჩამდე რთულდება.

კატალონიელებს კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი დაუბრუნდათ, მაგრამ დაახლოებით ერთი თვით გამოაკლდათ პედრი, რომელიც ლაზარეთში უსმან დემბელეს შეუერთდა.

დღევანდელ მატჩში მონაწილეობას დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღებს რონალდ არაუხო.

“ბლაუგრანას” მხრიდან დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან ბუსკეტსი, ტორესი, რაფინია, გავი და ჩავი ერნანდესი.

“კადისს” ხოსე მარი, დავიდ ხილი, ალვარო ნეგრედო, სერხი გვარდიოლა, ალფონსო ესპინო და ვიქტორ ჩუსტი არ ეყოლება.

ურთიერთშეხვედრები

ურთიერთშეხვედრებში, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობა “ბარსას” აქვს, მაგრამ ბოლო დროს “კადისი” “კამპ ნოუზე” პრობლემებს გვიქმნის.

ამ გუნდებს შორის გამართულ 29 თამაშში “ბარსელონას” 20 მოგება, 5 ფრე და 4 მარცხი, 63 გატანილი და 18 გაშვებული გოლი დაუგროვდა.

2020-2022 წლებში “ბლაუგრანას” “კადისთან” ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც მიმდინარე სეზონში სტუმრად 4-0 გამარჯვებით დასრულდა.

თუმცა “კამპ ნოუზე” წარუმატებელი სერია ჯერ არ დასრულებულა. ამ სტადიონზე გამართულ ბოლო ორ მატჩში “კადისს” 4 ქულა აქვს აღებული. მანამდე კი “ბარსას” ზედიზედ 11 მოგება იყო.

“ბარსელონამ” “კადისი” “კამპ ნოუზე” ბოლოს 2006 წელს დაამარცხა.

არბიტრი

შეხვედრას პაბლო გონსალეს ფუერტესი განსჯის.

ფუერტესი 42 წლისაა. მან მსაჯობა 2004 წელს დაიწყო. 2012 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2017 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში გონსალეს ფუერტესი თამაშში საშუალოდ 29.7 ჯარიმასა და 0.29 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 6.13 ყვითელ და 0.46 წითელ ბარათს უჩვენებს. ფუერტესის მიერ განსჯილი თამაშების 44%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 30%-ში – სტუმრები.

პაბლო გონსალეს ფუერტესის სტატისტიკა “ბარსელონასა” და “კადისის” თამაშებში:

ბარსელონა კადისი
თამაში 10 8
მოგება 7 5
ფრე 1 2
წაგება 2 1
მოგების % 70% 63%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 1 0
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 0 0
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 1 2
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 1 3

სტატისტიკა

  • “ბარსელონას” “კადისთან” გამართულ ბოლო 5 თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს;
  • “ბარსელონას” “კამპ ნოუზე” “კადისთან” გამართულ ბოლო 2 თამაშში მხოლოდ 1 ქულა აქვს აღებული;
  • “ბარსელონამ” “კადისი” “კამპ ნოუზე” ბოლოს 2006 წელს დაამარცხა;
  • ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო სამ თამაშში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 7 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 6 თამაში მოიგო, აქედან 5 მშრალად;
  • “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 12 თამაშში 11 მოგება და 1 ფრე აქვს;
  • ყველა ტურნირის გათვალისწინებით “ბარსელონას” 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 6 თამაშიდან 5 ერთბურთიანი სხვაობით მოიგო, აქედან ოთხი ანგარიშით 1-0;
  • “ბარსელონა” ბოლო 13 თამაშში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • “კადისის” ბოლო 7 თამაშიდან ექვსში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • “კადისის” ბოლო 10 თამაშიდან რვაში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.2 ანიჭებენ, რაც მოგების 83%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 67%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

ჩვენ ძლიერ მეტოქეს ველით, რომელიც კარგ დაცვას თამაშობს. ვეცდებით, შექმნილი შანსები გამოვიყენოთ.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, გარსია, კრისტენსენი, ბალდე, დე იონგი, კესიე, გავი, ტორესი, ლევანდოვსკი, ფატი.

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, გარსია, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, კესიე, გავი, ტორესი, ლევანდოვსკი, ფატი.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, გარსია, კრისტენსენი, ბალდე, დე იონგი, კესიე, გავი, ტორესი, ლევანდოვსკი, ფატი.

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, გარსია, კრისტენსენი, ბალდე, დე იონგი, კესიე, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, ტორესი.

პროგნოზი

  • WhoScored: 2-0
  • Sportsmole: 2-0
  • Sportskeeda: 3-1
  • 90min: 3-0
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    schedule 20 აგვ 2023, 17:06
    #7

    ციტატა: Chico
    მეგობრებო, ერთი გამაგებინეთ, ეს უაზრო რეკლამა მარტო მე მიშლის თუ თქვენთანაც ჩნდება? ვერაფრით ვერ ვაშორებ. გამოვდივარ საიტიდან და თავიდან შევდივარ, და ისვ ჩნდება. არც თავისით ქრება და ვერც მე ვერ ვაშორებ. კითხვის საშუალებას არ იძლევა. ადმინისტრატორმა ეს იცის რა თქმა უნდა, მაგრამ არაფერს ცვლის. ეტყობა ასე აქვს სარეკლამო კონტრაქტში ჩაწერილი. გთხოვთ დაწერეთ თუ ვინმემ იცით როგორ უნდა მოშორდეს რეკლამა. ეხლა ხუთჯერ მომიწია გასვლა და თავიდან შესვლა


    ჩემთან არაფერი მსგავსი.

  • რივალდო-მესი
    schedule 20 აგვ 2023, 15:21
    #6

    ლევანამ თუ დღესაც ჩააჭყაპუნა უნდა გადაჯდეს სკამზე და ფატი ცხრიანზე.

  • nika 54
    schedule 20 აგვ 2023, 14:48
    #5

    იმედია ალეხანდრო მუნის რუისი საქმის კურსშია რა დაემართა მის წინამორბედს ბარსაზე 100%-იანი პენალტის არ დანახვაზე?

    ციტატა: Chico
    მეგობრებო, ერთი გამაგებინეთ, ეს უაზრო რეკლამა მარტო მე მიშლის თუ თქვენთანაც ჩნდება? ვერაფრით ვერ ვაშორებ. გამოვდივარ საიტიდან და თავიდან შევდივარ, და ისვ ჩნდება. არც თავისით ქრება და ვერც მე ვერ ვაშორებ. კითხვის საშუალებას არ იძლევა. ადმინისტრატორმა ეს იცის რა თქმა უნდა, მაგრამ არაფერს ცვლის. ეტყობა ასე აქვს სარეკლამო კონტრაქტში ჩაწერილი. გთხოვთ დაწერეთ თუ ვინმემ იცით როგორ უნდა მოშორდეს რეკლამა. ეხლა ხუთჯერ მომიწია გასვლა და თავიდან შესვლა


    კარგად თუ დააკვირდები ზედა მარჯვენა კუთხეში ოდნავ შესამჩნევი ჯვარი ჩანს, და ამით წაშლი, თუ რა თქმა უნდა სმარტფონით ხარ შემოსული.

  • ოთიკო
    schedule 20 აგვ 2023, 13:03
    #4

    nikusha, რეკლამის ზედა მარჯვენა კუთხესთან დააჭირე

  • Chico
    schedule 20 აგვ 2023, 12:07
    #3

    მეგობრებო, ერთი გამაგებინეთ, ეს უაზრო რეკლამა მარტო მე მიშლის თუ თქვენთანაც ჩნდება? ვერაფრით ვერ ვაშორებ. გამოვდივარ საიტიდან და თავიდან შევდივარ, და ისვ ჩნდება. არც თავისით ქრება და ვერც მე ვერ ვაშორებ. კითხვის საშუალებას არ იძლევა. ადმინისტრატორმა ეს იცის რა თქმა უნდა, მაგრამ არაფერს ცვლის. ეტყობა ასე აქვს სარეკლამო კონტრაქტში ჩაწერილი. გთხოვთ დაწერეთ თუ ვინმემ იცით როგორ უნდა მოშორდეს რეკლამა. ეხლა ხუთჯერ მომიწია გასვლა და თავიდან შესვლა

  • nikusha
    schedule 20 აგვ 2023, 11:50
    #2

    ტერ შტეგენი
    რობერტო-კუნდე-კრისტესტენი-ბალდე
    დე იონგი-რომეუ-პედრი
    ფერან ტორესი-ლევანდოვსკი-გავი

  • nika 54
    schedule 19 თებ 2023, 12:45
    #1

    თუმცა "კამპ ნოუზე" წარუმატებელი სერია ჯერ არ დასრულებულა. ამ სტადიონზე გამართულ ბოლო ორ მატჩში "კადისს" 4 ქულა აქვს აღებული. მანამდე კი "ბარსას" ზედიზედ 11 მოგება იყო.
    იმედია დავავიწყებთ კამპ ნოუზე ქულის აღების ხალისს.