workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი კადისთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი კადისთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა “კადისთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ჩვენ ძლიერ მეტოქეს ველით, რომელიც კარგ დაცვას თამაშობს. ვეცდებით, შექმნილი შანსები გამოვიყენოთ.
სამწუხაროა, რომ ფეხბურთელები გვაკლია. პედრი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, რადგან მას განსხვავების შექმნა შეუძლია. მაგრამ დადებითი ისაა, რომ ჩვენ კარგი ალტერნატივები გვაქვს.
ხვალ როტაციებს მივმართავთ. ეს აუცილებელია არა მხოლოდ “მანჩესტერთან” განმეორებითი შეხვედრისთვის, არამედ მთელი დარჩენილი სეზონისთვის. 
ფერან ტორესს თავდაჯერებულობა სჭირდება. მას ვენდობით.
ლევანდოვსკი ცუდად არ გამოიყურება. მასზე უფრო მეტი უნდა ვითამაშოთ. რობერტი მსოფლიო ჩემპიონატამდე არაჩვეულებრივ დონეს აჩვენებდა.
4-4-2 სქემაზე არასდროს მიმუშავია, ეს ფორმაცია არ მომწონს. მირჩევნია, თამაში გავხსნათ.
კესიე საკუთარ შანსს ელოდა და ახლა ის გუნდისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის კარგად ვარჯიშობს და ყველასთვის სამაგალითოა.
დემბელეზე რაიმეს თქმა ძალიან ადრეა. უსმანის დაბრუნება თავის ჯანმრთელობაზე, პირველ რიგში კი შეგრძნებებზე იქნება დამოკიდებული.
პაბლო ტორე მზად უნდა იყოს. ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაგვჭირდეს.
დაუჯერებელია იმის მოსმენა, რომ დაცვითი გუნდი ვართ. ჩვენ 4-3-3 ან 3-4-3 ფორმაციით ვთამაშობთ. ჩვენ შემტევი გუნდი ვართ.
გარსიას უსამართლოდ ვექცევი. ის ყოველთვის კარგად ვარჯიშობს, არასდროს წუწუნებს და მუდმივად დადებითადაა განწყობილი. ის მეტ სათამაშო დროს იმსახურებს. 
ანსუს ბოლომდე ვენდობით. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
მწვრთნელობა მარტივი არაა, მაგრამ მე რთული გადაწყვეტილებების მიღების საკითხში მოვუმატე. ამის მაგალითია, ფეხბურთელისთვის იმის თქმა, რომ მას არ ვენდობი.
რაფინიას ვენდობი. ის გოლებს იტანს, ასისტებს აკეთებს და განსხვავებას ქმნის. ის საოცარი ფეხბურთელია. მე ვარ ის, ვისაც რაფინიასი ყველაზე მეტად სჯერა.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 19 თებ 2023, 12:58
    #12

    ჩვენ ძლიერ მეტოქეს ველით, რომელიც კარგ დაცვას თამაშობს. ვეცდებით, შექმნილი შანსები გამოვიყენოთ.
    მდაა, ეს თუ ძლიერი მეტოქეა მაშინ რეალი რო ჩამოვა რას გვეტყვის?

  • me da barca
    schedule 18 თებ 2023, 20:40
    #11

    კადისს სტუმრად 2 მოგება და 2 ფრე აქვს ნათამაშევი, დანარჩენი 6 წააგო. რაღა ჩვენ ვიქნებით მესამე, მირჩევნია ვიყოთ მე-7.

  • Joakim Brodén
    schedule 18 თებ 2023, 20:21
    #10

    ციტატა: Footballfan
    აქ არაფერ შუაშია მაგრ.ვწერ პედრის თემაზე დამიწერა ვიღაცა სულიერმა, გუნდს ეტყობა პედრის არყოფნაო არვიცი ვინ ხარ მაგრამ თემას იცნობ პასუხს გცემ გუნდს რომ პედრის არყოფნა დაეტყობა ეგ გუნდის სიცრცხვილია და არა პედრის მაგარი კავობის


    ეგ ლოგიკა ყველა წამყვან ფეხბურთელზე ვრცელდება თუ კონკრეტულად პედრის აჰეითებ. ანუ ზოგადად გუნდს რო დაეტყო ერთ-ერთი მოთამაშის არყოფნა ეგაა კლუბის სირცხვილი თუ პედროს დონე არაა იმხელა რო ბარსელონამ უნდა დაიტყოს. ცოტა რთულად ჩამოვაყალიბე მემგონი მარა მიხვდები იმედია

  • Footballfan
    schedule 18 თებ 2023, 20:00
    #9

    აქ არაფერ შუაშია მაგრ.ვწერ პედრის თემაზე დამიწერა ვიღაცა სულიერმა, გუნდს ეტყობა პედრის არყოფნაო არვიცი ვინ ხარ მაგრამ თემას იცნობ პასუხს გცემ გუნდს რომ პედრის არყოფნა დაეტყობა ეგ გუნდის სიცრცხვილია და არა პედრის მაგარი კავობის

  • ManchesterU
    schedule 18 თებ 2023, 19:55
    #8

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: ManchesterU

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ისე ზინჩენკო სუფტა ბარსას სტილია,


    ზინჩენკოსი რა გითხრა ძმაო, მაგრამ მგონია რო როდრი დაგაკვდებათ ბარსაში და ასევე სილვა ბერნანდუ. მგონია რო ყველაფერი უნდა ქნას ბარსამ ამ ორი კაცის საყიდლად მომავალ წელს. თან სიტის ისე აქ საქმე შეიძლება ძააან დიდი სანქციები დააკაისრონ ამიტომ შემდეგი წლიდან ბევრი ფეხბურთელი ყიდვა სიტიდან შესაძლებელი იქნება წესით,


    ზინჩენკო სადღააა სიტიში 🤣🤣

    როდრი და ბერნანდუ ძან მაგარი იქნება კი, ალვარესიც


    სიტიში როა ეგ არ მითქვამს, სიტიდან დაგაკვდებოდათ თქო.

  • Frenkie de Jong_
    schedule 18 თებ 2023, 18:54
    #7

    ციტატა: ManchesterU

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ისე ზინჩენკო სუფტა ბარსას სტილია,


    ზინჩენკოსი რა გითხრა ძმაო, მაგრამ მგონია რო როდრი დაგაკვდებათ ბარსაში და ასევე სილვა ბერნანდუ. მგონია რო ყველაფერი უნდა ქნას ბარსამ ამ ორი კაცის საყიდლად მომავალ წელს. თან სიტის ისე აქ საქმე შეიძლება ძააან დიდი სანქციები დააკაისრონ ამიტომ შემდეგი წლიდან ბევრი ფეხბურთელი ყიდვა სიტიდან შესაძლებელი იქნება წესით,


    ზინჩენკო სადღააა სიტიში 🤣🤣

    როდრი და ბერნანდუ ძან მაგარი იქნება კი, ალვარესიც

  • ManchesterU
    schedule 18 თებ 2023, 18:49
    #6

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ისე ზინჩენკო სუფტა ბარსას სტილია,


    ზინჩენკოსი რა გითხრა ძმაო, მაგრამ მგონია რო როდრი დაგაკვდებათ ბარსაში და ასევე სილვა ბერნანდუ. მგონია რო ყველაფერი უნდა ქნას ბარსამ ამ ორი კაცის საყიდლად მომავალ წელს. თან სიტის ისე აქ საქმე შეიძლება ძააან დიდი სანქციები დააკაისრონ ამიტომ შემდეგი წლიდან ბევრი ფეხბურთელი ყიდვა სიტიდან შესაძლებელი იქნება წესით,

  • DesmondHume
    schedule 18 თებ 2023, 18:47
    #5

    შტეგენი
    კუნდე-გარსია-კრისტენსენი-ბალდე
    კესი-ფრენკი-გავი-ტორე
    ლევანდოვსკი-რაფინია

    მეორე ტაიმში რობერტო და კუნდეს დასვენება
    ალბა და ბალდეს დასვენება
    ალონსო და კრისტენსენის დასვენება

    თუ დიდი ანაგრიშით ვიქნებით წინ ალარკონი გატესტოს და ლევი დასვას
    და ნახევარდაცვაში ფრენკი დაასვენოს და ბუსკეცი თამაშის ბოლოსკენ რო ცოტა რიტმში ჩაჯდეს

  • ManchesterU
    schedule 18 თებ 2023, 18:44
    #4

    დავაი უნდა მოიგოს ბარსამ ეს თამაშში, რომ ოლდტრაფორდზე კარგი განწყობით ჩამოხვიდეთ… იმედია მეტი ტრამვა აღარ იქნება და ადვილად მოიგებთ დღეს.

  • Frenkie de Jong_
    schedule 18 თებ 2023, 18:33
    #3

    ისე ზინჩენკო სუფტა ბარსას სტილია,

  • C.PC5
    schedule 18 თებ 2023, 16:48
    #2

    პაბლო ტორეს და ალარკონისთვის შანსის მიცემას ველოდები. ორივესთვის იდეალური დროა რომ გამოიჩინონ თავი, ორივეს პოზიციაზე საჭიროა ხალხი😃

  • nika 54
    schedule 18 თებ 2023, 16:27
    #1

    დავიჯერო ეხლა კადისთანაც უნდა ვიწვალოთ?