FIFA/FIFPRO-ს გუნდში მოსახვედრად 11 ბარსელონელი იბრძვის

FIFA/FIFPRO-ს გუნდში მოსახვედრად 11 ბარსელონელი იბრძვის

დღეს იმ ფეხბურთელების ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც FIFA/FIFPRO-ს 2022 წლის სიმბოლურ გუნდში მოხვედრის კანდიდატები არიან.

27 თებერვალს გამოვლინდება ორი სიმბოლური გუნდი – ერთი კაცებში და ერთი ქალებში. “ბარსელონას” ფეხბურთელებიდან კანდიდატებში სულ 11 მოთამაშე მოხვდა და რა გასაკვირია, რომ მათი უმეტესობა ქალია.

“ბლაუგრანას” ქალთა გუნდიდან წლის სიმბოლურ გუნდში მოხვედრისთვის იბრძოლებენ მეკარე სანდრა პანიოსი; მცველები ლუსი ბრონზი, მაპი ლეონი, ირენე პარედესი; ნახევარმცველები აიტანა ბონმატი, კაროლინა ჰანსენი, ალექსია პუტელიასი და კირა უოლში.

კაცების გუნდიდან კი კანდიდატთა შორის გავი, პედრი და რობერტ ლევანდოვსკი მოხვდნენ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • Rick Sanchez
    14 თებ 2023, 15:29

    არაუხო ჩოგბურთს თამაშობს?

  • nika 54
    14 თებ 2023, 13:45

    ქალების ამბავი უკვირს ვინმეს.

  • Genius8
    13 თებ 2023, 23:47

    აუუუ ტოდიბო როგორ გაუშვეს მაგრად მწყდება გული მაგ ბიჭზე თან ერნესტოს დროს გამოჩნდა ეგეც და არაუხოც

  • nikusha
    13 თებ 2023, 23:40

    არაუხოც უნდა იყოს სიაში

  • Berlinetta♥
    13 თებ 2023, 22:37

    ნდიკას შეუთანხმდნენო, ოღონდ ჯერ არაა გადაწყვეტილი მოიყვანენ თუარა .. უფასოდ ეგეთი ბიჭები არ უნდა დაიკარგოს , ენცო ლე ფიც უნდა დაითრიონ შემდეგ ზაფხულს უმთავრდება კონტრაქტი