workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ვილიარეალი პედრის გოლით დაამარცხა

ბარსელონამ ვილიარეალი პედრის გოლით დაამარცხა

ცოტა ხნის წინ დასრულდა “დე ლა სერამიკაზე” გამართული შეხვედრა, რომელშიც “ბარსელონამ” “ვილიარეალი” მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა – რობერტ ლევანდოვსკისთან შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ პედრი გონსალესმა პეპე რეინას კარი აიღო. გოლამდეც და მის შემდეგაც “ბარსას” რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეტი გოლი ვეღარ გაიტანა და 1-0 მოიგო. 

21 მატჩის შემდეგ ჩავი ერნანდესის გუნდს 56 ქულა აქვს და ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. მეორეადგილოსანი “რეალ მადრიდის” აქტივში 45 ქულაა, მაგრამ მათ 21-ე ტურის შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებიათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 13 თებ 2023, 14:52

    ციტატა: jacky iakovenko
    პედრი არა ქლიავის ჩალაღაჯი 😂ეს სანამ დაღვინდება როგორც ფეხბურთელი მანამ აგერ წაგვლეკეს ამ აოუცნობმა მფრინავმა ობიექტებმა 😂😂😂ვინ დასახელდა ისე თამაშის მვპ?


    სწორედ პედრი დაასახელეს.

  • rivaldo80
    schedule 13 თებ 2023, 12:43

    ციტატა: jacky iakovenko
    პედრი არა ქლიავის ჩალაღაჯი 😂ეს სანამ დაღვინდება როგორც ფეხბურთელი მანამ აგერ წაგვლეკეს ამ აოუცნობმა მფრინავმა ობიექტებმა 😂😂😂ვინ დასახელდა ისე თამაშის მვპ?


    პედრი დაღვინდება??😂😂😂😂

  • Rick Sanchez
    schedule 13 თებ 2023, 08:52

    გოლი ლამაზი იყო მაგრამ ლევანდოვსკის უმდა გაეტანა ერთი მაინც….

  • azulgerana
    schedule 13 თებ 2023, 02:17

    დაგვახიეს ბურთუ თავზე laughing თუმცა ამ დაცვას საღოლ ძმაო

  • Maestro 6
    schedule 13 თებ 2023, 02:12

    ძაან კარგია რომ ასეთი თამაშების მოგება შეგვიძლია, მითუმეტეს ისეთი ლიდერი როცა გვყავს, როგორიცაა არაუხო, აი შეტევამ უნდა მოუმატოს მთავარია

  • ბაჩი-8
    schedule 13 თებ 2023, 02:11

    ციტატა: Berlinetta♥
    წინა წლებში ბევრჯერ მითქვამს, შეტევა თავის საქმეს თითქმის ყოველთვის აკეთებს, და ზოგჯერ დაცვამაც რომ უპასუხოს ეა მაგარი იქნებათქო … აი დაცვის პასუხი , არანორმალური შედეგია…


    21 თამაში 7 გოლი და აქედან 3 რეალთან და ერთის კუნდემ რო ტენა შტეგენს 🙃მართლაც არანორმალური შედეგია ეს დაცვა არუნდა დაიშალოს ძალიან მაგრად შეეწყვნენ ყველას გვინდა კუნდე არაუხოს დუეტი ცენტრში მაგრამ ასე თუ გაუვალი დაცვა გვეყოლება რას ვჩივით რა მნიშვნელობა აქ ვინ იდგება ცენტრში მთავარი შედეგია და შედეგი არანრომაკურია შემტევებია მოსაყვანი აუცილებლად და ისევ დავაწვალებთ ევროპაში გრანდებს დარწმუნებული ვარ 🙃🙃🙃

  • kanja
    schedule 13 თებ 2023, 02:08

    მთავარი 3 ქულა აღებულია!

  • BEQA BARCA
    schedule 13 თებ 2023, 02:08

    აი ხო ბევრი უმაგრესი მოთამაშე გვყავს მაგრამ დღესდღეობით ჩემთვის არაუხო და დეიონგი ძალიან 👏❤️🌟⬆️

  • Berlinetta♥
    schedule 13 თებ 2023, 02:07

    წინა წლებში ბევრჯერ მითქვამს, შეტევა თავის საქმეს თითქმის ყოველთვის აკეთებს, და ზოგჯერ დაცვამაც რომ უპასუხოს ეა მაგარი იქნებათქო … აი დაცვის პასუხი , არანორმალური შედეგია…