რამდენიმე დღის წინ მადრიდულმა Marca-მ “ბარსელონას” აკადამიის, “ლა მასიას” მიერ აღზრდილი მოქმედი ფეხბურთელებისგან შედგენილი სიმბოლური გუნდი დაასახელა.
სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა “ბარსას” ურუგვაელი მცველი რონალდ არაუხოც. საქმე ისაა, რომ არაუხო “ბარსელონას” სკოლის აღზრდილი არაა, მას არც “ლა მასიაში” უცხოვრია და არც “ბლაუგრანას” რომელიმე ასაკობრივ გუნდში უთამაშია. ურუგვაელი პირდაპირ “ბარსა ბ-ში” (ამჟამინდელი “ბარსა ატლეტიკი”) ჩაირიცხა და მალევე პირველ გუნდში დაწინაურდა.
Marca-ს ამ შეცდომას მალევე გამოეხმაურა არაუხოს აღმზრდელი გუნდი “ატლეტიკო რენტისტასი”, რომელმაც ამ გუნდის მაისურში გამოწყობილი არაუხოს ახალგაზრდობის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “გამარჯობა Marca. ეს არის რონალდ არაუხოს სურათი “კამპ ნოუზე” ვარჯიშის შემდეგ.”
Hola @marca. Te dejamos una foto del canterano @RonaldAraujo_4 después de un entrenamiento en el Camp Nou.
Abrazo.#ElOrgulloDelBarrio https://t.co/OFKpbXLTQb pic.twitter.com/NT5E6v2vHG
— Club Atlético Rentistas (@ClubRentistas) February 10, 2023
LOL😀
ფრედი, გრიზმანი ბარსაში იყო ატლემ რო ლალიგა მოიგო 😗
და თავისი რეალის აღზრდილების გუნდი ვერ დაასახელა? თუ ფეხბურთელები არ ეყოთ. თუმცა ეგ გალაკტიკოსია და ახალგაზრდების აღზრდაზე დროს არ კარგავენ. აგერ ვუყურებ რეალის შემადგენლობას და ასე მგონია საფრანგეთის ნაკრებს ვუყურებდე. ეხლა მბაპესაც დაიმატებენ მერე იტყვიან რეალი საუკეთესო კლუბიაო.
ბარსელონას არსაიდან დაეცა 220 მილიონი, ფეხბურთში გაუგონარი სატრანსფერო თანხა, თან ისე რო ტოპ 3 ფეხბურთელიდან მესამე დათმეს მარტო. მერე ადგნენ და მაგ თანხიდან140 მილიონი გადაიხადეს კოუტინიოში და თუ კოუტინიო ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა ლივერპულს ბარსელონა კიდევ დაუმატებდა თანხას. ლივერპულმა კოუტინიოს ფულით ვან დაიკი იყიდა და დაცვა დააცემენტა, ალისონით კი დაცვიდან თამაშის კომპონენტი გაიძლიერა და ფაქტობრივად მაგ ფეხბურთელების ხარჯზე 3:0-დან 4:0 დაუქამბექა ბარსელონას. კოუტინიო საშინელება იყო ბარსელონაში და ამაზე გამწარებულმა ბარსელონამ ადგა და ეს კოუტინიო ბაიერნში გაანათხოვრა ჩუმად იქნება და იქნებ რამეს გამოვრჩეთ და კოუტინიოც იქნებ ამ ბაიერნში მოიხოდოსო, შეხვდათ ეს ბაიერნი ჩემპიონთა ლიგაზე და 8:2 წააგეს და იმ 8 გოლიდან 3 გოლი პირადად კოუტინიომ გაუტანა ბარსელონას. ბოლოს კოუტინიომ ამ ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ბარსელონას ლივერპულისთვის კონტრაქტში გათვალისწინებული ზედმეტი თანხის გადახდა მოუწია რადგან კოუტინიომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. შემდეგ ბორდი შეიკრიბა იფიქრეს ფიქრეს და რაღაც ვერაა გუნდში კარგადო და 100+ მილიონად ნაყიდი გრიზმანი და სუარესი ატლეტიკოს მისცეს ჯამში ორივე ერთად 20 მილიონად და ეს შენი ატლეტიკოც ადგა და ამ შენი სუარესით და გრიზმანით ლა ლიგამ მოუგო ბარსას. მერე დაფიქრდნენ, რაღაც ძალიან ბევრი აყლიოზი დაგვიგროვდა და ამ მესის ძალიან ბევრს ხო არ ვუხდით, მოდი უფასოდ გავუშვათ და 70 მილიონად დავიმატოდ უფანტაზიო რაფინია, ეგ გვიშველისო. ამჯერადაც კიდევ ერთხელ შეიკრიბა ბარსელონას ხელმღღვანელობა და საკმარისი ღლეობები არ დაგვმართნიაო და კიდევ ერთი ბაჯაღლო ღლეობა გადაწყვეტილება მიიღეს მოდი დაცვას რომელსაც 20 თამაშში მხოლოდ 7 გოლი აქვს გაშვებული მოდი ეგ უმაგრესი დაცვა დავშალოთ და ამ დაცვის ერთ ერთი ლიდერი ანდრეას კრისტენსენი გავყიდოთ და ერიკ გარსია დავიტოვოთო.
მოკლედ ოდესმე თუ რომელიმემ თავი უსარგებლოდ და გამოყენენებულად ან ბოლო დონის ###ედ ჩათვალოთ, გაიხსენეთ ბოლო წლებში ბარსელონას ხელმძღვანელობამ რეები აკეთა და ეგრევე მოგეშვებათ. დამიჯერეთ. 😁😁😁😁😁😁😁