ლა ლიგაში ორი რთული გასვლით თამაში გვაქვს დარჩენილი და აქედან ერთს დღეს ჩავატარებთ. თუ 21-ე ტურში “ვილიარეალს” მისსავე მოედანზე დავამარცხებთ, ესპანეთის ჩემპიონობას ძალიან მივუახლოვდებით.
სათამაშო ფორმა
“ბარსელონა” ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს. 2023 წელს ჩავის გუნდმა უკლებლივ ყველა თამაში მისთვის სასურველი შედეგით დაასრულა. ლა ლიგაში გუნდს ზედიზედ 5 თამაში აქვს მოგებული, ბოლო 11 მატჩში კი მხოლოდ 2 ქულა დაკარგა.
“ბარსელონა” შთამბეჭდავია გასვლით შეხვედრებშიც. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ბლაუგრანამ” მეტოქის მოედანზე 10 თამაში ჩაატარა და აქედან 9 მოიგო, გოლი კი მხოლოდ ოთხში გაუშვა.
“ვილიარეალმა” ბოლო დროს აურია. კიკე სეტიენის გუნდმა ბოლო 2 თამაში წააგო, უკანასკნელ 5 მატჩში კი “ყვითელ წყალქვეშა ნავს” მხოლოდ 1 მოგება აქვს.
“ვილიარეალმა” მარცხით დაასრულა ბოლო საშინაო შეხვედრაც, მანამდე კი გუნდს საკუთარ კედლებში ზედიზედ 3 მოგება ჰქონდა.
დანაკლისი
“ბარსელონა” ორი ფეხბურთელი აკლია, მაგრამ ორივე ძალიან მნიშვნელოვანი. ჩავი დღეს ტრავმირებულ უსმან დემბელესა და სერხიო ბუსკეტსს ვერ გამოიყენებს.
“ვილიარეალს” ჯოვანი ლო სელსო, პედრასა, ნიკოლას ჯექსონი და ფილიპ იორგენსენი არ ეყოლება.
ურთიერთშეხვედრები
გუნდებს შორის აქამდე გამართულ 51 თამაშში “ბარსელონას” 31 მოგება, 10 ფრე და 10 წაგება აქვს. კატალონიელებმა გაიტანეს 106 და გაუშვეს 59 გოლი.
“ბარსელონამ” “ვილიარეალთან” ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან 6 მოიგო, ის ერთი კი საკუთარ კედლებში დათმო. ის მარცხი ერთადერთია, რომელშიც “ბარსა” “ვილიარეალთან” ბოლო 29 მატჩში დამარცხდა. იმის წინა წაგებაც “კამპ ნოუზე” იყო, მეტოქის მოედანზე კი “ბარსა” ბოლოს 2007 წელს დამარცხდა.
“ბარსელონას” “ვილიარეალთან” სტუმრად თამაში თავიდან ძალიან უჭირდა. პირველი 10 მატჩიდან კატალონიელებმა 6 დათმეს, მაგრამ ამის შემდეგ 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. ამ 15 თამაშიდან 10 “ბარსამ” მოიგო, მათ შორის უკანასკნელი სამი, 5 კი ფრედ დასრულდა.
არბიტრი
შეხვედრას ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი განსჯის.
ერნანდესი 40 წლისაა. მან მსაჯობა 2004 წელს დაიწყო. 2007 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2012 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.
კარიერის განმავლობაში ერნანდეს ერნანდესი თამაშში საშუალოდ 26.8 ჯარიმასა და 0.31 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.77 ყვითელ და 0.43 წითელ ბარათს უჩვენებს. ერნანდესის მიერ განსჯილი თამაშების 43%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 28%-ში – სტუმრები.
ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესის სტატისტიკა “ვილიარეალისა” და “ბარსელონას” თამაშებში:
| ვილიარეალი | ბარსელონა | |
| თამაში | 24 | 32 |
| მოგება | 10 | 18 |
| ფრე | 9 | 11 |
| წაგება | 5 | 3 |
| მოგების % | 42% | 56% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 1 | 9 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 4 | 2 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 9 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 3 |
ტრანსფერები
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ორივე გუნდი დასუსტდა.
“ბარსელონა” მემფის დეპაიმ და ექტორ ბელერინმა დატოვა, სანაცვლოდ კი კატალონიელებს არავინ დაუმატებიათ.
ნიდერლანდელი თავდამსხმელი წავიდა “ვილირეალიდანაც” – არნო დანჟუმა. მთავარი ამბავი კი ისაა, რომ გუნდი პირველმა მეკარემ, ხერონიმო რულიმ დატოვა და დღეს “ბარსას” წინააღმდეგ “ლა მასიას” აღზრდილ 40 წლის მეკარე პეპე რეინას ვიხილავთ.
კიკე სეტიენი
დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული იქნება “ვილიარეალის” მთავარი მწვრთნელისთვის, კიკე სეტიენისთვის. ესპანელი სპეციალისტი ბოლო წლებში “ბარსას” აშკარად ყველაზე ცუდი დამრიგებელი იყო. რა შედეგიც არ უნდა აჩვენოს მისმა გუნდმა დღეს, სეტიენი ვერ დაამტკიცებს, რომ “ბლაუგრანადან” უსამართლოდ გაუშვეს.
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიკემ მხოლოდ 25 თამაშის ჩატარება მოასწრო. მისმა გუნდმა 16 შეხვედრა მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 5 დათმო. ეს სტატისტიკა კატასტროფული არაა, მაგრამ ასეთი იყო თამაშის ხარისხი და რა თქმა უნდა, “ბარსაში” კიკე სეტიენის ბოლო თამაში, რომლის გახსენებაც კი არ გვინდა.
“ბარსელონას” წინააღმდეგ სეტიენის გუნდებს 7-ჯერ უთამაშიათ. მის ანგარიშზე 1 მოგება და 6 წაგებაა. ის ერთი მოგებაც “კამპ ნოუზე” გამართულ მატჩზე მოდის, საკუთარ კედლებში კი 64 წლის სპეციალისტს ოთხივე თამაში წაგებული აქვს, აქედან სამი გამანადგურებელი სხვაობით – 1-4, 0-5 და 1-4.
კიკე სეტიენს არც “ბარსელონას” ათამაშება გამოსდის და არც ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში.
სტატისტიკა
- “ბარსელონამ” “ვილიარეალთან” გამართული ბოლო 29 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო, უკანასკნელი შვიდიდან კი 6 მოიგო;
- “ბარსელონას” “ვილიარეალთან” სტუმრად 2007 წლის შემდეგ არ წაუგია (15 წაუგებელი თამაში);
- “ბარსელონას” “ვილიარეალთან” გამართული ბოლო 12 თამაშიდან თერთმეტში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
- ამ გუნდების ბოლო 8 თამაშიდან შვიდში მინიმუმ 3 გოლი გადიოდა;
- ამ გუნდების ბოლო 10 თამაშიდან რვაში ანგარიშს “ბარსელონა” ხსნიდა;
- ამ გუნდების ბოლო 10 თამაშიდან რვაში “ბარსელონა” პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
- ამ გუნდების ბოლო 6 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ვილიარეალის” ბოლო 10 თამაშიდან რვაში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
- “ვილიარეალის” ბოლო 8 თამაშიდან შვიდში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 9 საშინაო თამაშიდან 8 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა;
- “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 10 საშინაო თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, ისიც თერთმეტმეტრიანიდან;
- “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 3 თამაშის პირველი ტაიმი ფრედ დაასრულა, მაგრამ შეხვედრა მაინც მოიგო;
- “ბარსელონას” მოგებათა 10-მატჩიანი სერია აქვს (აქედან ერთი თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგო);
- “ბარსელონას” 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- “ბარსელონა” ბოლო 11 თამაშში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან ექვსში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- ტოტალიზატორები “ვილიარეალის” მოგებას კოეფიციენტს 4.0 ანიჭებენ, რაც მოგების 25%-იან შანსს უდრის, “ვილიარეალი” კი ასეთი თამაშების 50%-ს იგებს.
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.8 ანიჭებენ, რაც მოგების 56%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 31%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, დე იონგი, კესიე, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, დე იონგი, კესიე, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, დე იონგი, კესიე, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, დე იონგი, პედრი, კესიე, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
პროგნოზი
- WhoScored: 0-2
- Sportsmole: 1-2
- 90min: 0-2
თუ ისევ მძინარეები არ გამოვიდნენ მოედანზე და თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზეს არ იქნება რთული მათი დამარცხება, მაგრამ რატომღაც წელს ჩვენებს თითქოს თამაში ეზარებათ, ან თითქოს დარწმუნებული არიან რო აუცილებლად მოიგებენ.
არცერთი წუთით მოდუნება არ შეიძლება, თუ ვერ მოვიგებთ რეალს ვეღარც დავეწევით სეზონის ბოლომდე, ისეთ ტემპში დაიწყეს ჩემპიონატი.
ეგრე იქნება პრეზენტაცია ჩავიმ ისე თქვა კუნდეს მარჯვენა მცველობაზე რომ აშკარად მარჯვივ დააყენებს
მბაპეს და ლუკას ერნქნდესის დასაცინი რო გახდება ამხელა ისტორიის კლუბი კლუბს რომელიც 5 უდიდეს კლუბს შორის სამეულში თავჯსუფლად შედის დაცინიან პსჟს ფეხბურთელები😑 მოგიტყან კუმან ჩავი და ლაპორტა ყველაფერი ბარსას იმიჯის ასე გაფუჭებისთვის ნეტა მაგ ყლლეობა ლაპარაკის გამო ენრიკემ ორივე სკამზე დატოვოს შემდეგ თამაშში რატო არ გვხვდება პსჟ ლიგაზე რატოოო პსჟსთან ან ბაიერნთან ლიგაზე მოგება კლუბს რა დონეზე წაადგება არადა
პსჟ კიდე ზომ მაგრამ ბაიერნი როგორ უნდა ინატროს ბარსას ფანმა ლიგაზე სასწაული პირდაპირ 🤣🤣🤣 გრიშა ონიანი ხომარაა მარტლა არ გელვეყო რაც გვიქნეს? და 10 წელიწადში ერთხელ რაღაც თამაშს მოვუგებთ და ვსო 🤣🤣🤣
ძაან გაგვიჭირდება. ლევანამ თუ არ გამოიღვიძა გოლი ვინ უნდა გაიტანოს არ ვიცი.
ისე თუ აკვირდები შარშანაც ზუსტად ამ დროს დაიმტვრა არაუხო
იმედია დღესაც ფერმის ძროხების სექსს არ შემოგვთავაზებენ
ბურთის კონტროლი უყვართ, იმედია ნახევარდაცვას ვერ დაგვიჯაბნიან. სისწრაფე დაგვჭირდება, კონტრაზე ადვილი გასახევია ამიტო იამალს უფრო დავაყენებდი, საერთოდ 3 შემტევით ვითამაშებდი მარა ტიპმა კადისს გამოუყვანა 5 ნახ.მცველი და დღეს ისევ 4-4-2 ს ითამაშებს. ამიტო ფრეს ველოდები. გარსია დაგვღუპავს, 3 ფორვარდით თუ შემოგვიტიეს მტერს, 2 მეტრიანი სორლოტი, ცქიფა მორენო და გარსიას აიცვავენ მწარედ. რა ცუდ დროს გვიღალატა არაუხომ. პედრიმაც. ასე რო იწყებენ ფორმაში როდისღა შევლენ
რობერტო არვნახო ძირითადში, მაგას გარსია მირჩევნია შუაში და მარჯვნივ კუნდე
რეალს ელჩესთან აქვს სათამაშო და ნაკლებად საეჭვოა
მოკლედ საუცხოო სტატისტიკა გვაქვს და იმედია არ აურევენ ეხლა ბიჭები. მოგება უსიკვდილოთ გვინდა, რეალი რო ცოტათი მაინც გატყდეს.