“ბარსელონას” პოლონელმა ვარსკვლავმა, რობერტ ლევანდოვსკიმ სუპერთასის მოგებასა და ჩავი ერნანდესზე ისაუბრა.
სუპერთასის მოგება სასიამოვნო იყო. აქ ვარ, “ბარსელონაში” და ტიტული უკვე მოვიპოვე. ახლა, რა თქმა უნდა, შემდეგ ტიტულზე უნდა ვიფიქროთ.
ამ ტიტულის მოგების შემდეგ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. “ბარსასთან” ერთად წარმატებების გაგრძელება შემიძლია.
ჩავი ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო და ახლა ამას მწვრთნელის რანგშიც ამტკიცებს. ვგრძნობთ, რომ, რასაც ის აკეთებს და რასაც გვეუნება, სწორია. ამიტომაც, ჩავის ვენდობით.
ერნანდესმა მოედანზე ყველაფერი ნახა, როგორც უკან, ისევე შეტევაში. ასეთი ადამიანი ფეხბურთში ბევრად მეტს ხედავს. ახლა, როცა ჩავი მწვრთნელი გახდა, გამოცდილება უკვე აქვს, რადგან ამ კლუბში წლების განმავლობაში იყო.
მაშინაც კი, როცა სოაცარი ფეხბურთელიც ხარ და მწვრთნელიც, ზოგჯერ განსხვავებები მაინც არის – ეს წარმატებაში ან წარუმატებლობაში გამოიხატება. ვფიქრობ, ჩავის ამიტომაც ესმის, რა უნდა გააკეთოს.
ტიტულების მოგება ახალგაზრდებსაც ძალიან სურთ, რათა თავდაჯერებულობა მოიმატონ. ვფიქრობ, სუპერთასის მოპოვება ამისთვის მნიშვნელოვანი იყო.
– ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს beIN SPORTS Español.




იმედია ჩემპიონთა ლიგის გემო არ დავიწყნია და მოგვეხმაროს ამ საქმეში, ჩვენ მაგრა გვენატრება.
შენ ლა ლიგოს მოგება რა სასიამოვნოა არ იცი
ლა ლიგა უნდა დაიდოს უეჭველი, დანარჩენი დიდად არ მაინტერესებს.
Done xar leva💙❤️es da momavali weli minimum am doneze unda gaqachos