workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფა მარკესმა მექსიკის 23 წლამდელთა ნაკრების ჩაბარებაზე უარი თქვა

რაფა მარკესმა მექსიკის 23 წლამდელთა ნაკრების ჩაბარებაზე უარი თქვა

“ბარსა ატლეტიკის” მთავარ მწვრთნელს, რაფა მარკესს მექსიკის 23 წლამდელთა ნაკრების ჩაბარების შანსი ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა. ამ ინფორმაციას Fox Sports-ზე დაყრდნობით არგენტინული Ole ავრცელებს.

მექსიკურ სანაკრებო ფეხბურთში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. მექსიკელები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც მათი ქვეყნის გარდა აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე გაიმართება.

Ole-ს ცნობით მექსიკელთა სურვილი იყო, 23-წლამდელთა გუნდი ეროვნული ნაკრების ლეგენდას, რაფა მარკესს ჩაებარებინა, თუმცა უარი მიიღეს.

მარკესი სამწვრთნელო კარიერას ახლა იწყებს. ის “ბარსელონას” სარეზერვო გუნდის დამრიგებელია. რაფას სურვილია, რომ კარიერის ამ ეტაპზე ევროპულ ფეხბურთში განვითარდეს.

რაფა მარკესის “ბარსა ატლეტიკი” ესპანეთის მე-3 დივიზიონში გამოდის. 22 ტურის შემდეგ ახალგაზრდა კატალონიელებს 33 ქულა აქვთ და ზედა ლიგაში გადასასვლელ ფლეის ოფთან მათ მხოლოდ 1 ქულა აშორებთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Don_Andresito
    schedule 08 თებ 2023, 19:09
    #3

    მექსიკა კი არა მიხედე გუნდს, აგერ რაული სადაცაა გადმოიყვანს რეალ ბ-ეს. სეგუნდაში უნდა იყოს ბ გუნდი და არა სებუნდა ბ ში. იქ ძაან ჭ კლასია, ან რა სტადიონებია, ან რა სიტუაცია. ლა ლიგა 2 გაცილებით სხვა დონეა, აგერ პედრი იქიდან არ მოვიდა? ერთი პერიოდი კარგად დაიწყო თამაში გუნდმა მარა მერე ისევ აურია. ისე კი ბარბერაზე რატო არაფერს ამბობენ, რატო უშვებენ, ტიპი უკლასნესი გამტანია, 7 გოლი უკვე ჩემპიონატშI, მაგდენიც ლიგაზე, ბომბარდირია ახალგაზრდული ლიგის. არ გვყავს ზამენის 9 და მიცენ შანსი რატო აჩმახებს ჩავი? იმედია სხვაობას გავზრდით კიდე და ექნება როტაციის შანსი ჩავის

  • Frenkie de Jong_
    schedule 08 თებ 2023, 15:32
    #2

    ციტატა: nika 54
    მექსიკურ სანაკრებო ფეხბურთში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. მექსიკელები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც მათი ქვეყნის გარდა აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე გაიმართება.
    მერე მსოფლიო ჩემპიონატი 23 წლიანებში ხო არ იმართება, თუ მექსიკა მსოფლიო ჩემპიონობას უმიზნებს.


    მეც ეგ ვთქვი,რანაირად იწერება სიახლეები

    სწორი ქნა ისე,სად ევროპის ფეხბურთი და სად ლათინოსების,თუნდაც ბავშვთა.

    ❗Lionel Messi allegedly called Gerard Piqué ‘Judas’ (a betrayer or traitor) for forcing Messi’s departure.

    A recently-emerged news claims Piqué was the key person who influenced the board’s final decision of not renewing Lionel Messi.

    According to Spanish journalist ‘Pipi’ Estrada, from the programme ‘Salvame’, Piqué’s ‘betrayal’ caused a detest between the two players. The reason: Messi found out that Piqué had conspired with the club’s officials to have the Argentinian released.

    “On one occasion, when Messi has to leave Barcelona because of financial problems, that story is influenced by Piqué. Messi goes down to the dressing room to collect his things from the locker and there is a blackboard there. And before he leaves, Messi writes the word ‘Judas’ in capital letters,” said Estrada.

    The journalist said that when Gerard Piqué went down to the dressing room he read the message: “Piqué asked Jordi Alba who had written that: Leo. And who is it for? For you,” replied another of the team’s leading players.

    #Joshua

    ისე სუ იყო ეს ჭორი რო პიკემ იჩორტავაო და …

  • nika 54
    schedule 08 თებ 2023, 13:39
    #1

    მექსიკურ სანაკრებო ფეხბურთში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. მექსიკელები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც მათი ქვეყნის გარდა აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე გაიმართება.
    მერე მსოფლიო ჩემპიონატი 23 წლიანებში ხო არ იმართება, თუ მექსიკა მსოფლიო ჩემპიონობას უმიზნებს.