“ბარსა” “რეალ სოსიედადს” შეხვდება, გუშინ რონალდინიოს გადამწყვეტი გოლი გავიხსენეთ, დღეს კი ლუის სუარესის დაბადების დღეა, თან მატჩის დღეს დაემთხვა და მისი გოლის გახსენებაც მოგვიწევს.
ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა სამუელ ეტო’ოს გოლს “პანათინაიკოსის” კარში, ჰოდა, ახლა ერთად შევავლოთ თვალი, კიდევ ერთხელ.
“ბარსას” ისტორიაში საუკეთესო ცხრიანები არიან, რეალურად, იმდენი გაიღეს “ბარსელონასთვის”, რომ ფენომენის ერთ სეზონს ვერ შევადარებთ. მხოლოდ ორია განსახილველი და ძალიან მიჭირს არჩევანის გაკეთება, მაგრამ ოდნავი უპირატესობით მაინც ლუის სუარესს გამოვარჩევდი.
გოლები კი შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ, საგოლე პასის ავტორი ორივე შემთხვევაში ლიონელ მესია. თითქოს ბევრი არაფერი გაუკეთებია, მთავარი დარტყმაა, მაგრამ ლეოს სიდიადეც ამაშია, მარტივ ამბებსაც გენიალურად აკეთებდა, პასი ორივე შემთხვევაში გააკეთა ისე, რომ ერთი შეხებით დარტყმა ყოფილიყო შესაძლებელი.
ანრისაც ასე გაუგორა და იმანაც შეაგდო, იმავე პოზიციიდან, მაგრამ ის მეკარისგან დაბალ, ახლო კუთხეში შევარდა, ჰოდა, ამ შედარებისთვის არ გამოგვადგება.
ინიესტასაც ისე გაუგორა, რომ ერთი შეხებით დაერტყა, თუმცა, ეგეც სულ სხვა ამბავია.
ამ გოლებს შორის რომელი ჯობია? არჩევანი თქვენთვის მომინდვია.
ორივე ერთმანეთს გავს ტყუპებივით არიან.
ეტოო მაინც პირველი ცხრიანია ჩემთვის. შემდეგ სუა და შემდეგ ვილია. 24 წლის ვიკია რომ
მოჰვეყვანა შეიძლება დავიდი მყოლოდა პირველ ნომრად❤️❤️❤️
სუასი ჯობია მგონი, მაგრამ ორივე არაამქვეყნიური გოლია
შეგიძლია "Watch on Youtube" აწერია და დააჭირო თუ გსურს ვიდეოს ნახვა.
რო ირთვებოდეს ვაფშე მაგარი გოლები იქნებოდა