ჩავი ერნანდესი სოსიედადთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი სოსიედადთან მატჩის წინ

“ბარსელონა” ხვალ თბილისის დროით 23:55 საათზე კოპა დელ რეის მეოთხედფინალში “რეალ სოსიედადს” უმასპინძლებს.

ჩავი ერნანდესმა აღნიშნული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

“სოსიედადთან” თამაში რთული და ამავდროულად სანახაობრივი იქნება. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები სიამოვნებას მიიღებენ.
ვნახოთ, ითამაშებს ინიაკი პენია ძირითად შემადგენლობაში თუ არა. 
ხესუს ხილ მანსანო? მისი მსაჯობა პრობლემა არაა. ვიმედოვნებ, მისთვის სასიამოვნო თამაში იქნება.
სუბიმენდი დიდებული ფეხბურთელია. ის ბუსკეტსთან შედარებით უფრო სწრაფია, სერხიო კი – უფრო ტექნიკური. 
გასული შეხვედრა კარგი არ ყოფილა. ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ. ხანდახან მოწოდების სიმაღლეზე არ ხარ, მაგრამ ასეთი თამაშებიც უნდა მოიგო.
დასაწყისში ვივარაუდე, რომ “ბარსასთვის” მშვიდი სატრანსფერო ფანჯარა იქნებოდა. მე შემადგენლობით ბედნიერი ვარ, ამასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. მიუხედავად ამისა, არაფერს გამოვრიცხავ.
სუპერ თასის მოგებამ მცირედი თავდაჯერებულობა შეგვმატა, თუმცა ჩვენ მეტი უნდა მოვითხოვოთ. წინ სამი ტიტულია, რომელთა მოგებაც გვინდა.
ქალთა გუნდის დისკვალიფიკაცია? ეს ჩვენი შეცდომა აღმოჩნდა. ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ, რადგან კანონი ყველასთვის ერთია.
ყველა ამბობს, რომ გავი “ბარსელონაში” ეროვნულ ნაკრებთან შედარებით უფრო აგრესიულია. მინდა, მას ორივე გუნდში ერთნაირი შემართება ჰქონდეს.
რაფინია გოლებს იტანს და მნიშვნელოვან ასისტებს აკეთებს. ის იზრდება. “ბარსაში” განსხვავების შექმნა ადვილი არაა.
ტერ შტეგენს საუკეთესო პერიოდი აქვს. მისი თამაში 2015 წლის მარკს მახსენებს. 
დე იონგს საყრდენის პოზიციაზე თამაში შეუძლია, ეს სიტუაციასა და მეტოქეზეა დამოკიდებული, თუმცა ის მრავალმხრივი მოთამაშეა.
კესიეს გაშვებაზე არასდროს მიფიქრია. ის ძალიან მომწონს.
ტაკეფუსა კუბო ძალიან მომწონს. მას “ბარსაში” თამაშის პერიოდიდან ვაკვირდები. ის ძალიან ნიჭიერია.
ალარკონსი იმიტომ არ გამოვიძახე, რომ მას ახალგაზრდულ გუნდთან ერთად თამაში აქვს, თუმცა მე ის ძალიან მომწონს და პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს გააგრძელებს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (26)

  • me da barca
    13 მაი 2024, 02:39

    მაგრად გაიბანძე თავი სიტყვა, რომ გატეხე. მთავარი გაბანძება მომავალ სეზონზე გელოდება, ამასობაში კი გუნდს დედა არ ყავს რბილად, რომ ვთქვათ.

  • F.C.B. ბარსელონა
    13 მაი 2024, 00:29

    რაის კლასიკოს მოგებაზე ვსაუბრობთ.როცა ჟირონა გვაპამპულავებს ორივე თამაშში

  • Rick Sanchez
    12 მაი 2024, 22:05

    რა გაცინებს შე პატრონ მოტ**ულო?!

  • Iniesta_8
    12 მაი 2024, 21:47

    ციტატა: Lasha Tchelidze
    მეორე ადგილისთვის გვიწევს ბრძოლა,უშუალო კონკურენტ ჟირონასთან ორივე მატჩი წავაგეთ,რეალმა ორივე კლასიკო მოგვიგო,ლიგიდან პსჟმ გამოგავგდო,რეალს სუპერ გუნდი ჰყავს ისედაც,მბაპეს და დევისს გაიფორმებენ მალე,ჩვენ ამ დროს გუიდო როდრიგესებს და სუბიმენდებს ვეჩალიჩებით🙏🏻😀ძაან ცუდად მიდის საქმე და რამდენი ხანი გაგრძელდება ასეთი სიტუაცია კაცმა არ იციიის🥲


    რეალს როგორც ჰქონდა 12 წლიანი ჩავარდნა ეგრე იქნებიან ესენიც, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ბარსა ზედიზედ ლიგებს ვერასდროს მოიგებს, 1 შეიძლება გაატყას როდესმე. პსჟ გავხდით ოღონდ ფულის გარეშე. 5 წელია გუნდი ლიგის ნაზევარფინალში არ ყოფილა როცა პსჟ 3-ჯერ იყო. მაგათ დონეზეც კი არ ვართ.

  • Lasha Tchelidze
    12 მაი 2024, 21:34

    მეორე ადგილისთვის გვიწევს ბრძოლა,უშუალო კონკურენტ ჟირონასთან ორივე მატჩი წავაგეთ,რეალმა ორივე კლასიკო მოგვიგო,ლიგიდან პსჟმ გამოგავგდო,რეალს სუპერ გუნდი ჰყავს ისედაც,მბაპეს და დევისს გაიფორმებენ მალე,ჩვენ ამ დროს გუიდო როდრიგესებს და სუბიმენდებს ვეჩალიჩებით🙏🏻😀ძაან ცუდად მიდის საქმე და რამდენი ხანი გაგრძელდება ასეთი სიტუაცია კაცმა არ იციიის🥲

  • NEGANI
    12 მაი 2024, 20:31

    Pau Victor Delgado ამ ბიჭზე რას ფიქრობთ ბარსა ბ-ში არის 17 გოლი გაიტანა 22 წლ, მაგრამ ლოანით არის მეორე გუნდში არ უნდა იყოს ცუდი ბიჭი.