მარკ ტერ შტეგენი თითქმის იდეალურ სეზონს ატარებს და ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც გუნდი ლა ლიგას ლიდერობს.
“ხეტაფეს” 1-0 დამარცხება ნიშნავს, რომ გერმანელმა ესპანეთის ჩემპიონატის 17 მატჩიდან 13-ში გოლი არ გაუშვა. ტერ შტეგენი ტოპ 5 ლიგის მასშტაბით საუკეთესოა როგორც მშრალად შენახული კარით, ისე სეივების რაოდენობით.
“ბარსელონას” შედეგს მხოლოდ ორი გუნდი შეედრება – “იუვენტუსი” (12 მშრალად შენახული კარი 19 მატჩში) და “ნიუკასლი” (12 მშრალად შენახული კარი 20 მატჩში).
ტერ შტეგენმა 17 შეხვედრაში მხოლოდ 6 გოლი გაუშვა. მას 1-ზე მეტი გოლი მხოლოდ “ელ კლასიკოში” გაუტანეს, თითო-თითო გოლი კი “სოსიედადის”, “ესპანიოლისა” და “ოსასუნასგან” მიიღო. “ესპანიოლთან” მატჩში გაშვებული პენალტი ერთადერთია, რომელიც ტერ შტეგენმა “კამპ ნოუზე” გაუშვა.
ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლი სწორედ “ბარსელონამ” გაუშვა. კატალონიურ კლუბთან ყველაზე ახლოს “ნიუკასლი” (20 მატჩში 11 გოლი), “ლანსი” (19 მატჩში 13 გოლი) და “ვილიარეალი” (18 მატჩში 13 გოლი) იმყოფებიან.
ტერ შტეგენმა მიმდინარე სეზონში, ლა ლიგის მასშტაბით, თავის კარში წასული დარტყმების 84.62% მოიგერია. მასთან ყველაზე ახლოს არიან: იევან დიუფი (“რეიმსი”, 83.93%) და მატია პერინი (“იუვენტუსი”, 83.33%).
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ტერ შტეგენის ასეთი პერფორმანსი “ბარსას” შესანიშნავი დაცვის დამსახურებაცაა, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ გერმანელს მიმდინარე სეზონში 34 სეივის განხორციელება მოუწია. შედარებისთვის, ჯანლუიჯი დონარუმას, ნიკ პოუპს, ხერონიმო რულისა და იევენ დიუფს ბევრად მეტის, 54, 51 47 და 46 დარტყმის აღება მოუხდათ.
ძაან მაგარი სეზონი აქვს, სეზონის საუკეთესო მეკარეა ჯერ-ჯერობით
რავიცი სეზონის ბოლოს ან კურტუა ხდება ხოლმე "ზამორას" მომგები ან ობლაკი.
Naxevardacvashi aris eger tielemans,axalgazrdaa,nichieri, ufasod tan,idealuri variantia, dacvashi martinez mova ufasod,gamocdili duxiani stariki mcvelia,cota travmianobs am bolos mara nicheo,meotxe/mexute mcvelobas gaqachavs. Marjvena mcvelze azrze ver movdivar vin unda moiyvanon,titqos ragac variantebi ari mara guli arc mimdis bolomde.faqtia erti 50 milioni unda gaisrolon tu normaluri gvinda vinme.esec mesame transferi da bolos erti kai winger gvinda tu ori vera,isedac ori wingeris moyvana dzaan meechveba. Es 4 transferic ormagad mogvxodavs.plus tu meore wingeric moviyvanet da momaval wels yvela titulze gaviwevt,mara ar mgonia moaxorxon magdeni,is 4 ic sakmariasia ro momaval wels useriozulesi dzala viyot da chereshu did miznebze gaviwiot.
წელს ზამორა უნდა მოიგოს და ჩაიხუტოს შტეგომ ეს პირადი ტიტული, რომელიც ჯერჯერობით არასდროს მოუგია
შტეგენი ძაან მაგარია და დაცვაც ასევე, ერთი მარჯვენა მცველი გვჭირდება და იდეალური დაცვა იქნება, ცენტრში გავი-პედრი-დე იონგთან ერთად ერთი კაციც გვინდა და შეტევაში ორი ვინგერი, ეს ოთხი ტრანსფერია საჭირო და იმედია გააკეთებენ
[ჟერარ რომერო]
აუ იმ ალ ქაბაბში თუ სადღაც არწავიდეს რაა
დაბრუნდი ლეოოოოოოოოო
❗❗ ლეო მესის პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არგენტინელი აზრს არ შეიცვლის, ან ის ბარსელონაში ბრუნდება
[ჟერარ რომერო]
ჩემთვის ეს კაცია მთავარი კაპიტანი
მთავარია ასე ჩაამთავროს ეს სეზონი ბოლომდე. მომავალ სეზონში კიდე კაპიტნის სამკლაური გაუკეთონ თუ უნდათ რომ ხასიათი მართლა ქონდეს გუნდს, თუ თვითონ არ იციან და ვერ ხვდებიან მასკერანოს მაინც მოუსმინონ იმან იცის ამ კაცის ხასიათი გადასარევად
ძაან მაგარ ფორმაშია.მუხლის ტრამვა საბოლოოდ მოირჩინა და საიმედო დაცვაც ყავს,ხოდა ფრთებიც შეისხა.შესაძლოა მარკის საუკეთესო სეზონიც გამოდგეს თავის კარიერაში.მთავარია ტუტულები მოვიგოთ.