workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მილანს სერჟინიო დესტში €20 მილიონის გადახდა არ სურს

მილანს სერჟინიო დესტში €20 მილიონის გადახდა არ სურს

სერჟინიო დესტი “ბარსელონაში” აღარ ითამაშებს, რადგან ის კლუბის გეგმებში არ შედის, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, ამერიკელი მომავალ სეზონში სად იქნება.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “მილანს”, სადაც დესტი ამჟამად იჯარით ასპარეზობს, მისი €20 მილიონად გამოსყიდვა არ უნდა და “ბარსასთან” თანხის დაკლებაზე მოლაპარაკების გამართვას აპირებს.

სერჟინიოს იტალიაში დიდი სათამაშო დრო არ აქვს, თუმცა “როსონერის” მის კვალიფიკაციაში ეჭვი არ ეპარება. ამერიკელმა მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ითამაშა, მაგრამ იტალიელები მიიჩნევენ, რომ მისი ფასი ძალიან მაღალია და ან გამოსასყიდის შემცირება სურთ, ან კიდევ ერთი იჯარა (რაც “ბარსელონას” გეგმებში არ შედის).

დესტმა, შესაძლოა, მომავალ ზაფხულში მნიშვნელოვანი შემოთავაზებები მიიღოს. “რომა” მისით დიდი ხანია ინტერესდება და ამასთან, ფეხბურთელის სიტუაციას 2 პრემიერლიგური კლუბი აკვირდება.

“ბარსელონას” პოზიცია ნათელია – დესტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად უნდა გაიყიდოს და არანაირი ფასდაკლება არ განიხილება. ბაზარზე ბევრი კარგი მარჯვენა მცველი არ არის და კატალონიურ გრანდს სურს, ამერიკელში გადახდილი თანხა უკან დაიბრუნოს, შესაბამისად, ისინი ტრანსფერიდან €20 მილიონის მიღებას გეგმავენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • me da barca
    schedule 22 იან 2023, 22:57
    #10

    ჩვენთან სიძუნწის უმაღლეს დონეს ავლენს ყველა. ისე ჯდებიან გახურებულ ტაფაზე, რომ ზეთის დასხმაც ენანებათ. ან მიაჩნიათ, რომ ბარსას გაცურება მოსულა და მაინც ვცადოთ, ჩვენი რაღა მიდისო.

  • Rick Sanchez
    schedule 22 იან 2023, 13:22
    #9

    ჩელსიში გაუშვან მაინც ყველას და ყველაფერს ყიდულობენ ეგენი

  • nika 54
    schedule 22 იან 2023, 12:03
    #8

    დაუკლონ ცოტა, 19-ათ მისცენ.

  • Albicelecte
    schedule 22 იან 2023, 01:18
    #7

    არაფერი, შეიძლება 15-ში გაშვება;
    0:00 EU კი ჯობია

  • nikusha
    schedule 22 იან 2023, 01:10
    #6

    წესით ამაში კი უნდა ავიღოთ 20 მლნ

  • DesmondHume
    schedule 22 იან 2023, 00:46
    #5

    ციტატა: Maestro 6
    აი ჩვენც ის გვემართება რაც მანჩესტერ იუნაიტედს, იმდენი ფული აქვთ უაზროდ ნახარჯი რომ ფეხბურთელებს ორმაგ ფასში ტენიან, ახლა ჩვენც ეგრე ვართ,ტორესი 55+ ბონუსი, რაფინია 47 + 13 ბონუსი, და ჰოლანდზე ლამის 200 მილიონს გვთხოვდნენ როცა სიტიმ 60 ად იყიდა, ეს გამოიწვია იმ დემბელე-გრიზმანი-კოუტინიო ტრანსფერებმა, არამარტო იმ ბომენტში გამოიწვია ფინანსური ზარალი, ახლაც გრძელდება შედეგები და ყველა ჩვენს გაცურებას ცდილობს


    ბართომეუს მემკვიდრეობა რამდენად მძიმეა ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე უფრო და უფრო მეტად ხდება ნათელი

  • Maestro 6
    schedule 21 იან 2023, 22:05
    #4

    აი ჩვენც ის გვემართება რაც მანჩესტერ იუნაიტედს, იმდენი ფული აქვთ უაზროდ ნახარჯი რომ ფეხბურთელებს ორმაგ ფასში ტენიან, ახლა ჩვენც ეგრე ვართ,ტორესი 55+ ბონუსი, რაფინია 47 + 13 ბონუსი, და ჰოლანდზე ლამის 200 მილიონს გვთხოვდნენ როცა სიტიმ 60 ად იყიდა, ეს გამოიწვია იმ დემბელე-გრიზმანი-კოუტინიო ტრანსფერებმა, არამარტო იმ ბომენტში გამოიწვია ფინანსური ზარალი, ახლაც გრძელდება შედეგები და ყველა ჩვენს გაცურებას ცდილობს

  • Tamo
    schedule 21 იან 2023, 21:59
    #3

    აეს მაგალითი მისცა ბარსელონას ტრანსფერების პოლიტიკამ სხვა გუნდებს
    ყველას გონიათ ჩვენი გაცურება მოსულა
    ლაპორტა ცოტა მაგრად თუ არ დაუდგა ბართომეუზე უარესს დამართებს ამ გუნდს….
    20 მილიონი რაღაა ფეხბურთელში აბა რა უნდათ ესეც 5 მილიონში გავყიდოთ??
    ბოლო ბოლო მსოფლიოზე არც ისე ცუდად გამოიყურებოდა
    ან გადაიხადონ ან კიდე ვაფშე ააცვან

  • lesane C
    schedule 21 იან 2023, 21:53
    #2

    ყველას ამათი გაღლეტვა როგორ უნდა, 20 მილიონი რა ჩემი ფეხებია დღევანდელ ფეხბურთში იმის გადახდაც რო არ უნდათ, ახალგაზრდა ფეხბურთელია მითუმეტეს

  • La Pulga10
    schedule 21 იან 2023, 21:43
    #1

    აუ დაიტოვონ და სულ ნუ გადაგვიხდიან