ესპანელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო “ბარსელონასთან” დაკავშირებულ სატრანსფერო სიახლეებს გვთავაზობს.
ილქაი გიუნდოგანი – ილქაი გიუნდოგანთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერია.
გონსალუ გედეში – გედეშთან დაკავშირებით კლუბის შიგნით ეჭვები არსებობს. ჟურნალისტის ცნობით, ამ ეტაპზე პორტუგალიელის დამატების შანსი ნაკლებია.
ფრანკ კესიე და მარსელო ბროზოვიჩი – იტალიაში გავრცელებული საპირისპირო ინფორმაციის მიუხედავად, ბროზოვიჩს “ბარსელონაში” თამაში სურს. რაც შეეხება კესიეს, ის მომდევნო საათებში ჩავი ერნანდესს შეხვდება, თუ მწვრთნელი კოტ დ’ივუარელის გაშვებას დათანხმდება, გაცვლა შედგება.
მემფის დეპაი – “ბარსელონა” დეპაის გაშვებით €11 მილიონს დაზოგავს: €8 მილიონს ხელფასიდან, ხოლო €3 მილიონს ტრანსფერიდან.
დანი პარეხო – “ბარსელონას” სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად დანი პარეხოს განიხილავს. კლუბი მის შეძენას ზაფხულში შეეცდება. ჩავის ესპანელი მოსწონს და მიაჩნია, რომ ის 1-2 სეზონის განმავლობაში ბუსკეტსის კარგი შემცვლელი იქნება.
პარეხო ვალვერდეს და სეტიენსაც მოსწონდა თავის დროზე ჯერ კიდევ ვალენსიაში რომ თამაშობდა
თუ ეს ასეა გთავაზობთ პატარა ინფორმაციას – დანი პარეხო დაიბადა 1989 წლის 16 აპრილს, ანუ ეხლა თითქმის 34 წლისაა…. ერთი-ორი სეზონის მერე მისი ასაკი იქნება 36 წელი….. დიდებული არჩევანია…..
მაგრამ ალბათ ვცდები და ვინმე სხვაზეა ლაპარაკი…..
მე მგონი ეგ არის, სურათზეც გავს.
პარეხო არა ტოლმა
ვინ დანი პარეხოზეა ლაპარაკი? ვილიარეალის ნახევარმცველზე?
თუ ეს ასეა გთავაზობთ პატარა ინფორმაციას – დანი პარეხო დაიბადა 1989 წლის 16 აპრილს, ანუ ეხლა თითქმის 34 წლისაა…. ერთი-ორი სეზონის მერე მისი ასაკი იქნება 36 წელი….. დიდებული არჩევანია…..
მაგრამ ალბათ ვცდები და ვინმე სხვაზეა ლაპარაკი…..
პარეხო არა ფერნანდინიო მოიყვანეთ
ბუსკეცი და კესი გაუშვან,სამაგიეროდ გუნდოგანი და ტილემანსი მოიყვანონ.საყრდენზე კიდე იდგება ფრენკი რა.
60 წლის ბუსკეტსი უფრო მაგარი იქნება ვიდრე დღემანდელი პარეხო! ბუსკეტსის დარჩენა ერთი წლით იმიტომ მინდოდა, თანდათა ფრენკიზა ან სხვა ახალგაზრდისთვის გადაბარების უმტკივნეულოდ მისი პოზიცია!
ვეღარ ვიგებ ვერაფერს – ხომ თქვა უკვე ჩავიმ რომ ფრენკი იქნება ბუსკეს ღირსეული მემკვიდრეო!
ამ კაცს ცხრა პარასკევი აქვს კვირაში რაა..
შეეშვას რა ამ ესპანელებს, რა გადააკვდა. ან რაღა დროის პარეხოა, მაგის მოსლვას ისევ ბუსკეცი იყოს
პარეხო? ცოტა ასაკოვანი ენახა ლაპოს, ჯერ ბავშვია
35 წლის კაცს ცვლის 33 წლის დანი პარეხო? არგამაგიჟოთ ხალხო რა სატრანსფერო პოლიტიკაა რაარიეს