“ბარსელონას” ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი, დიდი შანსია, ესპანეთის თასის 1/8-ფინალში “სეუტას” წინააღმდეგ ვიხილოთ.
“სეუტა” ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ლიგაში თამაშობს. ასეთი დონის გუნდებთან “ბარსელონა” ლიდერებს ასვენებს ხოლმე და დიდი ალბათობით, ასე მოხდება ხვალაც, მაგრამ რობერტ ლევანდოვსკის შემთხვევა გამორჩეულია.
პოლონელს ლა ლიგაში 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, საიდანაც ჯერ მხოლოდ ერთი მოიხადა. ეს ნიშნავს, რომ ლევანდოვსკი ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ორ შეხვედრაშიც ვერ ითამაშებს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, იმისათვის, რომ “ბარსას” ცხრიანი სათამაშო პრაქტიკის გარეშე არ დარჩეს, მას დიდი ალბათობით “სეუტასთან” ხვალ გასამართ შეხვედრაში ვიხილავთ.
ხელისშემშლელი ფაქტორი, შესაძლოა, ნეკნების არეში არსებული დაზიანება იყოს. შეამჩნევდით, ესპანეთის სუპერ თასის ფინალში “რეალ მადრიდთან” გამართული თამაშის დროს ლევანდოვსკი ნეკნს იტკივებდა.
იმედია არ დაგვჭირდება მისი გამოყვანა
ეხლა ეს რო ნიუსიც არ იყოს გასაგებია, რომ ასეთ ფორვარდს ორი კვირა უსაქმოდ ვერ დასვავ ხო, მითუმეტეს მოგება გვინდა 90 წუთში, გადაიღალა გუნდი ჯერ ამხელა მანძილებზე ფრენით და მერე 120 წუთიანი თამაშებით. ტრამვა კიდევ გასაგებია რომ ატკივებული გვერდებით არავინ შეუშვებს მოედანზე.
იმედია მორიგი 120 წუთი არ გველის. პენია ბელერინი გარსია კრისტი ალბა ტორე რობერტო კესი რაფა დეპაი ტორესი. წესით უნდა ეყოს ეს. ზამენაზე ფატი დემბელე პედრი და თუ რამეა ლევაც
განაცხადში იყოს წავიყვანდი მაგრამ მეშინია ტრამვა არ აიკიდოს ან რამე და არ დავიღუპოთ ძირითადად ეგეთი გუნდები არიან მესამე დივიზიონში ძაღლი კლუბები ამიტომ მეორე ტაიმში ათამაშოს ჩავიმ ჯობია