წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 19 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
19 ოქტომბერს “ბარსელონამ” 18 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1941 წელი
მადრიდში გამართული “ელ კლასიკო” მასპინძლებმა 4-3 მოიგეს. “ბარსელონას” მხრიდან გოლები კალვეტმა, რაიკმა და გრასიამ გაიტანეს.
ეს როგორც “ბარსელონასთვის”, ასევე “რეალ მადრიდისთვის” ლა ლიგაში მე-200 თამაში გამოდგა.
1991 წელი
მადრიდში გამართული “ელ კლასიკო” 1-1 დასრულდა. ანგარიში რობერტ პროსინეჩკიმ გახსნა, რომელიც მაშინ “რეალ მადრიდში” თამაშობდა, მოგვიანებით კი “ბარსას” ფეხბურთელი გახდა. გამათანაბრებელი გოლი რონალდ კუმანმა გაიტანა.
2013 წელი
შვიდთვიანი ტრავმის შემდეგ “ბარსელონას” კარლეს პუიოლი დაუბრუნდა. კატალონიელებმა “ოსასუნასთან” სტუმრად 0-0 ითამაშეს. ეს იყო პირველი შეხვედრა ლა ლიგის ბოლო 65 მატჩიდან, რომელშიც “ბლაუგრანამ” გოლი ვერ გაიტანა.
2016 წელი
ლიონელ მესიმ ჰეთ თრიქი ზედიზედ მეორე თამაშში შეასრულა, “ბარსელონამ” კი პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” “კამპ ნოუზე” 4-0 გაანადგურა.
უკვე 7 ბურთი აყლაპა პეპს ლეომ.
მესიმ გვარდიოლა სადაც დაიჭირა ლიგაზე ბურთი თავზე ჩამოახია