ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პიერ-ემერიკ ობამეიანგს, “ჩელსის” დატოვების შემთხვევაში, თამაში მხოლოდ “ბარსელონაში” შეეძლება.
საქმე ისაა, რომ, FIFA-ს წესების მიხედვით, ფეხბურთელს ერთ სეზონში მაქსიმუმ 2 კლუბის მაისურის მორგების უფლება აქვს.
მიმდინარე სეზონის სტარტზე გაბონელმა თავდამსხმელმა, “ჩელსიში” გადასვლამდე, “ბარსელონას” რიგებში “რაიო ვალიეკანოს” წინააღმდეგ ითამაშა.
რომანოს ცნობით, “ბარსას” ობამეიანგის დაბრუნება ნამდვილად სურს, მაგრამ მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
- ტრანსფერი უფასო უნდა იყოს
- ობამეიანგმა ხელფასი უნდა დაიკლოს
- მემფის დეპაიმ გუნდი უნდა დატოვოს (მისი შეძენა “ატლეტიკოს” სურს)



დიდებული იქნება ამის დაბრუნება.
სრული დომხალია ბარსაში. ანგრევენ გუნდს. დეპაის ,რომ დაიტოვებ და ობას გაუშვებ, ან ლენჩი ხარ ,ან მტერი.
სერიოზული ფინანსურ-პოლიტიკური ძალები, იყვნენ-არიან ,მესის წასვლის და ბარსას დანგრევის ავტორები…. სუპერ ლიგა-კატალონიის დამოუკიდებლობა + პერეს-რეალი.
დააბრუნეთ.
ამ კაცს ჰქონდა ის ქარიზმა რაც მთელ გუნდს ედებოდა და შეტევაში სულ სხვა ხალისით მიდიოდნენ. თან მართლა უმაღლესი დონის ფეხბურთელია
აუცილებლად დააბრუნონ, ძაან შედეგიანი და თსლ ფორვარდია♥️♥️♥️
შტეგო
კუნდე, არაუხო, კრისტენსენი
გავი, დე იონგი, პედრი,
დემბელე, ბალდე,
ობამა
ლევანა
მოდი მგელო.დეპაოს ააცმევინონ.