“ალ ნასრს”, რომელმაც ცოტა ხნის წინ კრიშტიანუ რონალდუ დაიმატა, სერხიო ბუსკეტსის შეძენა სურს.
ESPN-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბი “ბარსელონას” კაპიტანს ხელფასის სახით წლიურად 13 მილიონ ევროს სთავაზობს.
წყაროს ცნობით, 34 წლის ფეხბურთელი იანვარში “ბარსას” დატოვებაზე ფიქრობდა, მაგრამ ის ზაფხულამდე, კონტრაქტის ამოწურვამდე, დარჩენაში დაარწმუნეს.
კატალონიური გრანდი ბუსკეტსისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას არ გამორიცხავს, თუმცა სერხიოს გადაწყვეტილება არ მიუღია.
ბუსკეტსს ყველაზე ხშირად “ინტერ მაიამის” უკავშირებენ, რომელთანაც ის მოლაპარაკებებს თვეების განმავლობაში მართავდა. მხარეებს შორის შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ “ბარსელონას” დატოვების შემდეგ MLS-ში თამაშს ისურვებდა.
გავრცელებული ცნობებით, “ბლაუგრანას” კაპიტამი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თებერვალში მიიღებს.




მლს-ში წავიდეს მირჩევნია ვიდრე იმ საღორეში
თავმოყვარე თუა ბუსკეტსი არ უნდა წავიდეს გუნდში სადაც ვიღაცას შენზე 15-ჯერ მეტი ხელფასი უნდა ქონდეს. როგორც ფეხბურთელი რონალდუ 15-ჯერ უკეთესი ნამდვილად არ არის ბუსკეტზე. როგორც ადამიანი ხო საერთოდ არაფერი არ არის. წადი ძმაო მაიამში წაითამაშე, მალე მესიც ჩამოგივა და იქნებით ბედნიერად, ყოველდღე რონალდუს როგორ უნდა უყურო მოგწამლავს.
ჯიგარო ჩემ თვალში საუკეთესო საყრდენი ხარ და სანამ დაგისტვენს კამპ ნოუ, იქამდე ჯობია მიხვდე და წახვიდე, წადი აგირავე ბურთი mls ში, იკოტრიალე მაიამის პლაჟზე და ისიამოვნე კარიერის ბოლო წლებით, რაღა გინდა აბა აქ
ნუ თუ ეგზოტიკური თავგადასავალის თემაა, მაშინ კი ბატონო, მაგრამ მაიამის პლაჟზე სჯობს რუბ-ელ ხალისა და ნეფუდის უდაბოს დიუნების ყურებას;
თანაც რონალდუ ძლივს დაარეგისტრიეს, უცხოელებზე ლიმიტი ჰქონდათ და ვის აგდებენ სეზონის ბოლოს გუნდიდან?
Წაასხას ბუსკეტსმა და ალბამ თუ რამე გვინდა
ჯერ ,,პსჟ" ახლა ,,ალ ნასრი" რას გვერჩით რა იყოთ ან რათ უნდათ ბუსკეცი ჩემპიონთა ლიგა არ მოიგონ ჩვენ დაგვიტოვეთ და შეიძლება ვქნათ რამე ეს შეიხები ნელ-ნელა გვაუბედურებენ
ფელიში დაიმატა იჯარით ჩელსიმ, ჩვენ დაგვემატებინა ისევ.
100 ვილიონი გადაიხადონ და წაიყვანონ ახლავე