“ბარსელონას” შემტევი, ანსუ ფატი ამბობს, რომ “ინტერსიტის” კარში გატანილი გოლი ძალიან დაეხმარება.
“ინტერსიტისთან” გოლითა და შემდეგ ეტაპზე გასვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ასეთი მომენტები შემტევს ყოველთვის თავდაჯერებულობას მატებს.
მშვიდად ვარ და ყოველდღე ვმუშაობ, რადგან შრომით ყველაფერს მივაღწევ. ამ კლუბისა და ფანებისთვის არაფერს დავიშურებ.
ლევანდოვსკის არყოფნა სამწუხაროა, მაგრამ შემადგენლობაში ბევრი თავდამსხმელი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუნდს დავეხმაროთ.
ეჭვები არ გვაქვს. ლა ლიგაში კვლავ ვლიდერობთ და შეგვიძლია, ეს პოზიცია ბოლომდე შევინარჩუნოთ. გასახდელ ოთახში ყველამ იცის, რასაც ვაკეთებთ.
“ატლეტიკოსთან” მატჩი რთული იქნება, მაგრამ გვახსოვს, რომ გასულ წელს მათთან მოგება გუნდისთვის შესანიშნავი ბიძგი იყო.
– განაცხადა ფატიმ.




9 იანზე ეს უნდა დადგეს არანაირი მემფისი და ტორესი სანამ ლევანა დაბრუნდება
აი ტორესს, დემბელეს და რაფინიას ერთად აღებულს ჯობია ნიჭით მაგრამ მთავარია ფორმა აღიდგინოს და განვითარდეს, ტრამვებმა ძაან უკან დახია ეს ბიჭი
ჰო, მაგრამ ფორვარდთან რა გინდა? შემოვიდა მატჩის ბოლოს, გასატანი გაიტანა და გუნდიც გაიყვანა;
საყრდენის და დამცველების მიმართ მეც მაქვს პრეტენზია, არანაირადარ შეიძლებოდა ის, რაც ქნეს
კი ინტერსიტისთან გოლის გატანა დიდი ამბავია, საამაყოდ კარგა ხანს გეყოფა. აბა იმ ტიპმა რაღა თქვას 3 ბურთი რო მოგართვათ?
გეთანხმები ძმა, ნელნელა იცლება გუნდი ქათმებისგან და გვემატება კვერცხებიანი ბიჭები. იმედია 4-5 დარჩენილი ქვეშაჯბიაც წავა და შევსებაც შესაბამისი იქნება. ჩემი აზრით ალბამ სულ რომ იფრინოს ყველა თამაშში მისი ადგილი გუნდში ლივერპულთან ჩაჯმის მერე უკვე აღარ იყო. ფატის რაც შეეხება გოლის სასწაული ალღო ქონდა მართლა ბავშვს და დავიჯერო სულ დაკარგა? ძაან დასანანია რა.
ფატი თავიდან კარგი იყო მაგრამ ჩემი აზრით ერთ-ერთი მიზეზი რომ ასეთი კარგი იყო (და ბევრმა მესის მემკვიდრედ მონათლა) ისაა რომ გუნდში ახალი გამოჩენილი იყო თან 16 წლის და მოწინააღმდეგე სერიოზულად არც აღიქვამდა.ერთი სიტყვით მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა თამაშში.თავიდნა ყველა ახალგაზრდა ასეა მთავარია შემდეგ სეზონებში რას გააკეთებ. ჯერჯერობით მაქვს ამის იმედი .
მანჩესტერი 150 მილიონს რო იხდიდა ნეტა დათანხმებულიყვნენ…
სასწაული გოლის ალღო ჰქონდა,თავხედი იყო და არ ეშინოდა.ეხლა კიდე დამფრთხალია, ბუ-ო!!! რომ დაუყვირონ ეგრევე ჩაისვრის.გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტი მხოლოდ არაუხოს და გავის აქვთ,ბალდესაც შეენიშნება.დანარჩენები ჩაჯმულები არიან.ხო კუნდესაც არაუშავს,გამომრჩა.
მოუმატო თამაშს შენ ჯობია🙂 ვარსკვლავად იზრდებოდი და ახლა დემბელე და რაფინია რომ არ გაძლევენ ძირითადში თამაშის საშუალებას არაა მთლად კაი ამბავი ეგ. ჩაიარა ტრავმებმაც და ფორმაში შესვლის დროცაა უკვე, ვნახოთ საბოლოოდ რა და როგორ შეგიძლია