დავბრუნდით. კატარის შემდეგ ფეხბურთს “კამპ ნოუზეც” ვიხილავთ. 51-დღიანი პაუზის შემდეგ დღეს “ბარსელონას” თამაშს ვნახავთ.
სეზონის მეორე ნახევარს პრინციპული დაპირისპირებით ვხსნით – ჩავის გუნდს “ესპანიოლთან” დერბი ელის.
სათამაშო ფორმა
თვენახევრიანი პაუზის შემდეგ გუნდების ამჟამინდელ სათამაშო ფორმაზე საუბარი ძალიან ძნელია. თუმცა შეგვიძლია, გავიხსენოთ, რა ხდებოდა სეზონის პირველ ნახევარში.
“ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 5 თამაში აქვს მოგებული, რისი წყალობითაც “ბლაუგრანა” ჩემპიონატს ლიდერობს. “კამპ ნოუზე” გამართულ 7 თამაშში “ბარსას” 6 მოგება და 1 ფრე დაუგროვდა. ამ 7 შეხვედრაში კატალონიელებს გოლი არ გაუშვიათ.
“ესპანიოლს” საქმე ცუდად აქვს. “თუთიყუშებს” ლა ლიგის უკანასკნელ 5 მატჩში 3 ფრე და 2 მარცხი დაუგროვდათ, ბოლო 10 თამაშში კი მხოლოდ 1 მოგება. მიმდინარე გათამაშებაში “ესპანიოლმა” სტუმრად მხოლოდ 1 თამაში მოიგო.
დანაკლისი
ჩავის მწვრთნელობის დროს პირველად ხდება, რომ “ბარსელონას” ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი ჰყავს. გუშინ გაირკვა, რომ თამაშის უფლება მისცეს რობერტ ლევანდოვსკისაც. ეს ნიშნავს, რომ “ბლაუგრანა” სრული ძალებით ითამაშებს.
სტუმრებს ტრავმირებული რუბენ სანჩესისა და ადრია პედროსას გარდა დისკვალიფიცირებული დანი გომესიც არ ეყოლებათ.
ურთიერთშეხვედრები
“ესპანიოლი” ის გუნდია, რომელთანაც “ბარსელონას” ყველაზე მეტი თამაში აქვს მოგებული. გამართული 214 დაპირისპირებიდან 125 “ბლაუგრანას” გამარჯვებით დასრულდა, 45 ფრედ, ხოლო 44-ჯერ მეტოქემ იმარჯვა. “ბარსამ” გაიტანა 410 და გაუშვა 227 გოლი.
“ესპანიოლთან” გამართულ ბოლო 28 თამაშში “ბარსას” მხოლოდ 1 წაგება აქვს, ისიც ქვეყნის თასზე. ლა ლიგაში “ბლაუგრანა” “თუთიყუშებთან” ბოლოს 2009 წელს, პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის დროს დამარცხდა.
საკუთარ კედლებში ჩატარებულ 107 დაპირისპირებაში “ბარსას” 83 მოგება, 12 ფრე და 12 მარცხი დაუგროვდა. “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 14 მატჩში კი მასპინძლები იგებდნენ.
გამორჩეული ფეხბურთელები
“ესპანიოლში” რამდენიმე ფეხბურთელი ირიცხება, რომლებსაც “ბარსელონაშიც” აქვთ ნათამაშები. მათგან მარტინ ბრეითუეიტი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც “ბლაუგრანა” გასულს ზაფხულში დატოვა. დანიელი თავდამსხმელი “ბლაუგრანაში” 2020 წლის თებერვლიდან თამაშობდა. მის ანგარიშზე 58 მატჩში გატანილი 10 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.
“ესპანიოლში” ბრეითუეიტს 10 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. დღეს ის აუცილებლად ეცდება, დაამტკიცოს, რომ “ბარსელონადან” მისი გაშვება შეცდომა იყო.
არბიტრი
ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს ბარსელონური გუნდები დაუპირისპირდებიან, გამოცდილი არბიტრი ანტონიო მატეუ ლაოსი განსჯის.
ლაოსი 45 წლისაა. მან მსაჯობა 20 წლის წინ, 2002 წელს დაიწყო. 2004 წელს მატეუ ლაოსი ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2008 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს. Marca-მ ის სეზონის საუკეთესო მსაჯად ორჯერ დაასახელა.
კარიერის განმავლობაში მატეუ ლაოსი თამაშში საშუალოდ 24.7 ჯარიმასა და 0.28 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.6 ყვითელ და 0.2 წითელ ბარათს უჩვენებს.
ანტეონიო მატეუ ლაოსის სტატისტიკა “ბარსელონასა” და “ესპანიოლის” თამაშებში:
| ბარსელონა | ესპანიოლი | |
| თამაში | 47 | 31 |
| მოგება | 32 | 12 |
| ფრე | 9 | 7 |
| წაგება | 6 | 12 |
| მოგების % | 68% | 39% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 7 | 3 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 1 | 1 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 9 | 3 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 6 | 3 |
სტატისტიკა
- მთელი ისტორიის განმავლობაში “ბარსელონას” ყველაზე მეტი თამაში “ესპანიოლთან” აქვს მოგებული;
- “ბარსელონამ” ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 13 თამაშიდან 12 მოიგო;
- ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ბარსელონას” “კამპ ნოუზე” გოლი არ გაუშვია;
- “ბარსელონას” ბოლო 9 თამაშიდან შვიდში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- “ბარსელონა” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ბარსელონას” ბოლო 8 თამაშიდან შვიდში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ესპანიოლს” ლა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 21 თამაშში მხოლოდ 2 მოგება აქვს;
- “ესპანიოლის” ბოლო 7 თამაშიდან ექვსში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- “ესპანიოლის” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ესპანიოლის” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ბარსელონას” “ესპანიოლთან” 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” ჩატარებული ბოლო 14 თამაში “ბარსელონამ” მოიგო, მათგან 5 უკანასკნელი მშრალად;
- ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” გამართული ბოლო 3 თამაშის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, შეხვედრა კი “ბარსამ” მოიგო;
- ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 4 თამაშში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- ამ გუნდების ბოლო 6 თამაშიდან ხუთში ანგარიშს “ბარსელონა” ხსნიდა;
- “ბარსელონასა” და “ესპანიოლის” ბოლო 5 დაპირისპირებიდან ოთხში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.2 ანიჭებენ, რაც მოგების 83%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 70%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბალდე, კუნდე, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, ტორესი.
Mundo Deportivo
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბალდე, კრისტენსენი, ალონსო, ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, ტორესი.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი.
პროგნოზი
- WhoScored: 3-1
- Sportsmole: 2-0
- Sportskeeda: 3-0
- 90min: 2-1
ამათთან გასვლაზეა თამაში რთული
თუ მოვიგებთ გაასწორებს. საერთოდ დავმშვიდდები. გარსიაც უნდა დაასვენოს აუცილებლად. ნუ პედრი, ფერმინი, იამალი, მარტინი, კუნდე, კანსელო,ოლმო, ლევანა და ერიკ გარსიან 100 % სკამზე.დანარჩენებს ჰა ბურთი და ჰა მოედანი. დაამტკიცოს რაშფორდმა რომ 30 კი არა 10 ლიმონი მაიმც ღირს. არაუხო, კუბარსი, ბალდე,ბარჯი და ვითომ ფეხბურთელი ტორესი ძირითადში. დეიონგს ტონუსისთვის ბოლო ოცი წუთი. დანარჩენები გამოცადოს ბავშვები ბ გუნდიდან, თუ ბარჯიმ დახატა და მაგრად ითამაშა აუცილებლად ატლეტიკოსთანაც უნდა მიცეს შანსი ცოტა ხნით. არ ვიცი რისი ბრალია მაგრამ დღეს უკვე ვფიქრობ, რომ თუ დაცვაში ისე ითამაშეს როგორც თასის განმეორებით შეხვედრაში ანუ უშეცდომოთ. დარწმუნებული ვარ რომ გავცდებით ვირთხების გუნდს. მთავარია პირველ ტაიმში დავწინაურდეთ და მწვრთნელიან მასაჟისტიანად ჩაიჯვავენ მეორადი მადრიდელები. ეჰ რაფინია რომ იყოს საერთოდ დარწმუნებული ვიქნებოდი გასვლაში. ლამინმა უნდა ითამაშოს ისე როგორც ინტერთან შარშან და ატლეტიკომ თუ 8-9 კაცით არ დაამთავროს თამაში აგერ ნახავთ😆 რაღაც სამართლიანობა ხომ არსებობს პლანეტაზე? როგორ შეიძლება შარშანდელი ინტერის თამაშის მერე, წლევანდელი ატლეტიკოსთან მსაჯობის და არ გამართლების მერე სამმშაბათსაც გაგვწიროს განგებამ. იქნებ მოვიდა დრო გაუმართლოს იმ
ლამის ერთადერთ კლუბს მსოფლიოში ვისი თამაშის ყურებაც კაიფს ანიჭებს ყველას ვისაც ფეხბურთი უყვარს❤️ რა შუააშია მაგრამ თუ უმაღლესი კლასის ფორვარდი და ისეთივე მცველი არ მოიყვანეს ზაფხულში და ამასთან ერთად ძირითადის ის 6-7 კაცი არ შეინარჩუნეს ვიზეც კლუბი დგას. მაგ შემთხვევაში მე მაპატიეთ მაგრამ ჩემს 23 წლიან გულშემატკივრობას დავამთავრებ. სხვაზე კლუბზე არ გადავერთები უბრალოდ როგორც ბევრი ჩემს გარშემო მეც კონკრეტული ფეხბურთელების ბალეშიკი გავხდები და იამალის პერსო ფანი გავხდები, გავყვები ყველგან სადაც წავა და დარწმუნებულიც ვარ რომ ის ტრანსფერები თუ არ დაიდო რაც ზემოთ ვთქვი მე და იამალი ერთად გადავალთ პსჟ ს ბანაკში 2028 წელს🥹. ეს კოშმარი თუ მართლა მოხდება რაც ლაპორტა ვირთხის ხელში ძალიან რეალური ჩანს, არ მგონია ეს ბავშვი მტყუანი იყოს. უბრალოდ თქვენი თავი წარმოიდგინეთ, ბიჭი მესის მერე რომ არავინ ყოფილა ისეთია, ოთხ კაცში ძვრები ტერფის გარე ნაწილით სამ კაცს ჭრი მეტოქისას პასს აძლევ შენს თანაგუნდელს და ამ დროს ის თანაგუნდელი ან რაშფორდია, ან 40 წლის კაცი და ან მთლად უარესი აბსოლუტური რეგვენი ძალით ფეხბურთელი ტორესი. აი კაცურად რამდენნხანს გააგრძელებდით ამ წვალებას თქვენ???
ასეთ თამაშებში რომ ენერგიას ვხარჯავთ სწორედ მაგიტომაცაა რომ ლალიგას ვიგებთ, თორე რეალი კარგად ვხედავთ თავისი ამპარტავანი ფეხბურთელებით რასაც აღწევს.
ჩემპიონთა ლიგას კი, ენერგიაც რომ გვქონდეს, მაინც ვერ მოვიგებთ რადგან დაცვა არ გვყავს და სტრაიკერად ბებერი ლევანასა და ტორესის იმედად ვართ.
აი წინა წელს კიდე ყველაზე კარგი შანსი გვქონდა რადგან დაცვაც ფორმაში იყო, ლევანაც და ტორესმაც დიდი როლი ითამაშა ბევრ მნიშვნელოვან თამაშში, მაგრამ წელს ესენი ყველანი და*ლევდნენ და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ენერგიით გამოვლენ ჩლზე თუ უენერგიოდ, ყველაფერი ისედაც ცხადია.. ბარსას დნმში არ დევს რომ ჩლ რეალის მსგავსად წურვითა და რემონტადებით მოიგოს. ბარსა მხოლოდ მაშინ იგებს როცა მსოფლიოს უპირობოდ საუკეთესო და სხვა დანარჩენზე 100 თავით უკეთესი გუნდია. წელს ასეა?! არა, ხოდა შევეშვათ უაზრო ილუზიებს და იმითაც დავტკბეთ რომ ლალიგა და სუპერთასი მოგვაქვს ასეთ გარდამავალ სეზონში უდაცვოდ და უსტრაიკეროდ, სწორედ იმიტომ რომ ესპანიოლის მსგავს თამაშებში დავიხარჯეთ, თორე ახლა დავრჩებოდით საერთოდ უტიტულოდ.
ძალიან დიდ პატივს გცემ შენი კომენტარების გამო, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აზრობრივადაც და გრამატიკულადაც უფრო გამართულია, ვიდრე ამ საიტის ბევრი სტატია😃 შენი შეფასებების დიდ ნაწილშიც გეთანხმები მეგობარო, რაღაცეებში არ გეთანხმები მაგრამ ესეც ფეხბურთის და გულშემატკივრობის ნაწილია. რისი კითხვა მინდოდა. მე ლაპორტას ყველა სხვა კანდიდატი მერჩივნა პრეზიდენტად, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ორგანულად ვერ ვიტან მატყურა ხალხს და ისეთებს ვისაც გონია რომ ადამიანების მოტყუება ადვილია და ასე ცხოვრობენ. ზუსტად ასეთი თაღლითი მგონია პრეზიდენტი. მაგრამ გახდა პრეზიდენტი და ვერაფერს შევცვლით. როგორ ფიქრობ რეალურია მაღალი დონის ცხიანის და მაღალი დონის ცენტრალური მცველის მოყვანა პლუს გუნდის ბირთვის შენარჩუნება?( ყველა იმ მაღალი კლასის ფეხბურთელის რომელიც გვყავს ნუ რეალურად 7-8 კაცია შესანარჩუნებელი, მეტი არც გვყავს უმაღლესი დონის ფეხბურთელი) ანუ რეალურად ხედავ იმის შანს რომ აუცილებელი და საჭირო ტრანსფერები გაკეთდეს ამათ ხელში? იმაშიც გეთანხმები რომ გარდამავალი ეტაპია და ლიგის მოგების ამბიცია იმ კლუბს რომელმაც უფასოდ სიტყლვაზე ტა ვერ იყიდა ზაფხულში რომელიც ახლა ბაიერნის დაცვის ბურჯია და რომელსაც თავდასხმაში რაშფორდი ლევანა და ტორესი ყავს არანაირი ლოგიკით არ შეილზება ლიგის მოგების ამბიცია ქონდეს. მაგრამ სწორად გამიგე რივალდოს დროიდან ვგულშემატკივრობ ამ კლუბს, აქეთ პრტყელ ტერფა გენიოსი მიათრევდა ბარსას მარტო და იქით გალაქტიკო ყალიბდებოდა, ამ პერიოდს გავუძელი და ბედნიერ წლებსაც მოვესწარი. ახლა გზაგასაყარზე ვარ, მძულს ჩემი საყვარელი კლუბის პრეზიდენტი, მგონია რომ ხრამისკენ მიყავს კლუბი, ვგრძნობ, რომ ღმერთის და ლამასიის საჩუქარს ლამინ იამალს თუ ასე გაგრძელდა ვერ შევინარჩუნებთ, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყოს რაშფორდის და ფერან ტორესის თანაგუნდელი. იმასაც ვარაუდობ რომ არათუ იამალს ბევრ სხვასაც დავკარგავთ მათ შორის ჩემ საყვარელ მწვრთნელს რომელიც მე პირადათ ნარცის გვარდიოლასაც მირჩევნია ცუილივით რომ გაიპარა და ვითომ დაიღალა🤮 გამიგრძელდა და ცოტა ავირიე😕 უბრალოდ ხედავ გამოსავალს ამ
მართველობის პირობებში? გონია რომ შეუძლია ვირთხა ლაპორტას და დეკოს ისეთი გუნდი შეუკრას იამალს, რომ ბიჭმა ობიექტურად შეძლოს დიდი ტიტულების მოგება, მათ შორის ოქროს ბურთის? მაინტერესებს შენი თვალით დანახული ბარსელონას პერსპექტივები სამომავლოდ. ჩემი აზრი დაახლოებით იცი მგონი. დავკარგავთ იამალს, წავა ფლიკი და ამ დონეზე ყოფნაც ძაანნგაგვიჭირდება როგორზეც ახლა ვართ🥺 რო მლიცლი დამიკომემტარე მართლა მაინტერესებს შენი თვალით დანახული ჩვენი კლუბის მომავალი?❤️
😂😂😂😂😂 რა გეგმა აქვს ნეკა ფლიკს? 😂
ეგ სად ნახე? დღეს თამაში აქვთ და დღეს ხოარ ივარჯიშებენ? ალბათ გუშინდელია
Lamine left training due to discomfort, but it’s only minor — no injury. Hansi will decide if he rests today
🔥⚽️ | ლამინ იამალი ვერ ისვენებს…
❗️მიუხედავად იმისა, რომ ჰანსი ფლიკი დღეს რამდენიმე მოთამაშისთვის დასვენების მიცემას გეგმავს, ლამინს სურს, რომ სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდეს.
ტიკტოკზე დევს. პმ ჩაგიგდებ ლინკს თუ გინდა
გუშინდელი ყოფილა.
Frenkie de Jong_, როგორ მოვძებნო მითხარი
😂😂😂😂😂 რა გეგმა აქვს ნეკა ფლიკს? 😂
ეგ სად ნახე? დღეს თამაში აქვთ და დღეს ხოარ ივარჯიშებენ? ალბათ გუშინდელია
Lamine left training due to discomfort, but it’s only minor — no injury. Hansi will decide if he rests today
🔥⚽️ | ლამინ იამალი ვერ ისვენებს…
❗️მიუხედავად იმისა, რომ ჰანსი ფლიკი დღეს რამდენიმე მოთამაშისთვის დასვენების მიცემას გეგმავს, ლამინს სურს, რომ სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდეს.
ტიკტოკზე დევს. პმ ჩაგიგდებ ლინკს თუ გინდა
გუშინდელი ყოფილა.
😂😂😂😂😂 რა გეგმა აქვს ნეკა ფლიკს? 😂
ეგ სად ნახე? დღეს თამაში აქვთ და დღეს ხოარ ივარჯიშებენ? ალბათ გუშინდელია
Lamine left training due to discomfort, but it’s only minor — no injury. Hansi will decide if he rests today
🔥⚽️ | ლამინ იამალი ვერ ისვენებს…
❗️მიუხედავად იმისა, რომ ჰანსი ფლიკი დღეს რამდენიმე მოთამაშისთვის დასვენების მიცემას გეგმავს, ლამინს სურს, რომ სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდეს.
ვიდეოები დევს დღეს ტრუსიკით ივარჯიშეს ბარსას ფეხბურთელებმა
😂😂😂😂😂 რა გეგმა აქვს ნეკა ფლიკს? 😂
ასეთ თამაშებში რომ ენერგიას ვხარჯავთ სწორედ მაგიტომაცაა რომ ლალიგას ვიგებთ, თორე რეალი კარგად ვხედავთ თავისი ამპარტავანი ფეხბურთელებით რასაც აღწევს.
ჩემპიონთა ლიგას კი, ენერგიაც რომ გვქონდეს, მაინც ვერ მოვიგებთ რადგან დაცვა არ გვყავს და სტრაიკერად ბებერი ლევანასა და ტორესის იმედად ვართ.
აი წინა წელს კიდე ყველაზე კარგი შანსი გვქონდა რადგან დაცვაც ფორმაში იყო, ლევანაც და ტორესმაც დიდი როლი ითამაშა ბევრ მნიშვნელოვან თამაშში, მაგრამ წელს ესენი ყველანი და*ლევდნენ და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ენერგიით გამოვლენ ჩლზე თუ უენერგიოდ, ყველაფერი ისედაც ცხადია.. ბარსას დნმში არ დევს რომ ჩლ რეალის მსგავსად წურვითა და რემონტადებით მოიგოს. ბარსა მხოლოდ მაშინ იგებს როცა მსოფლიოს უპირობოდ საუკეთესო და სხვა დანარჩენზე 100 თავით უკეთესი გუნდია. წელს ასეა?! არა, ხოდა შევეშვათ უაზრო ილუზიებს და იმითაც დავტკბეთ რომ ლალიგა და სუპერთასი მოგვაქვს ასეთ გარდამავალ სეზონში უდაცვოდ და უსტრაიკეროდ, სწორედ იმიტომ რომ ესპანიოლის მსგავს თამაშებში დავიხარჯეთ, თორე ახლა დავრჩებოდით საერთოდ უტიტულოდ.
იამალი და პედრი აუცილებლად უნდა დაასვენოს ფლიკმა.
ასეთ უმნიშვნელო თამაშებში რომ ენერგიას ვხარჰავთ იმიტოა მერე ჩემპიონთა ლიგაზე 60 წუთის მერე რო ვეღარ დარბიან
ძირითადი გამოიყვანოს, თუ პირველ ტაიმში მოვუმთავრებთ მერე შეცვალოს ყველა ძირითადის ხალხი. მოგება აუცილებელია, რეალი რო ჩამოვა კარგი იქნება თუ უშანსოდ იქნებიან ქამბექის ამბავში, პირველი წრის წაგების რევანში აუცილებელად ასაღებია.
გავხიით ამათი დედაც რა
ატლეტიკოსთან თამაშამდე ბერნალი ვერ ასწრებს დაბრუნებასო
Braitam gvanaxos klasi da dagvimtkicos rom levanas amoagdebda sastartodan barsashi rom yofiliyo axla
:dddddd🤣🤣🤣
რავიცი ამისთანა სტატისტიკა გვაქვს გუნდთან, რომელიც ძლივს ამობობღდა სეგუნდადან და ისევ იქით აქვს გეზი, რა უნდა მოხდეს რო 3 ქულა ვერ ავიღოთ.