ლეგენდარული პელეს გარდაცვალების შემდეგ “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” მის ასპარეზობას იხსენებს – ბრაზილიელს კატალონიაში სულ 3-ჯერ უთამაშია.
დუბლი პირველ მატჩში
1959 წლის 28 ივნისს, თინეიჯერი პელეს მსოფლიო ჩემპიონატზე გაბრწყინებიდან 1 წლის შემდეგ, ახალგაზრდა ვარსკვლავი “კამპ ნოუს” პირველად ეწვია. მისმა “სანტოსმა” “ბარსას” 5-1 მოუგო, თავად პელემ კი კატალონიელთა კარი ორჯერ აიღო.
ამ დღეს ბრაზილიურმა კლუბმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ “ბარსელონა” მოედანზე პირველი შემადგენლობით არ გასულა, რადგან ელენიო ერერამ ლიდერების დასვენება გადაწყვიტა.
კიდევ ერთი გოლი შემდეგ მატჩში
პელე ბარსელონაში 1960 წლის 3 ივლისს დაბრუნდა და ამჯერად წააგო – ამ შეხვედრაში “ბარსამ” უძლიერესი შემადგენლობით ითამაშა და 4-3 მოიგო.
“ბლაუგრანას” რიგებში ლუის სუარეს მირამონტესმა და ლადისლაო კუბალამ გაიბრწყინეს და ლიუბიშა ბროჩიჩის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 4-0 იგებდა. თუმცა, მატჩის მეორე ნახევარი რადიკალურად განსხვავებული გამოდგა – “სანტოსი” მოედანზე უფრო ძლიერი გამოვიდა, განსაკუთრებით პელე, და 3 ბურთის გაქვითვა მოახერხა. პელემ გაიტანა და ქამბექთანაც ახლოს იყო, მაგრამ დამარცხდა.
ბოლო მატჩი
“კამპ ნოუზე” პელეს მე-3 და ბოლო ვიზიტი 1963 წლის 12 ივნისს შედგა და ამჯერადაც წააგო – “ბარსელონამ” პერედასა და საბალიას გოლებით 2-0 მოიგო.
1 წლით ადრე პელე ჩილეში ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა და ტურნირზე გაიბრწყინა. რა თქმა უნდა, კატალონიელ ფანებსაც სურდათ, მისი მაგია ცოცხლად ენახათ, თუმცა იმ ღამეს პელეს კარგი თამაში ნამდვილად არ გამოუვიდა.



აი რა წერდნენ მადრიდულ პრესაში ლეოზე, პირველ სურათზე ლეო ჩავის და ინიესტას გარეშე არაფერია
მეორეზე; ლეო ნეიმარის და სუარესის გარეშე არავინაა.
და მესამეზე: მოპარული თასი.
და სათაურად არგუმენტები გამოელიათ. აი ამათ რა უნდა ელაპარაკო.
https://twitter.com/memedeportes/status/1608115662999924737?t=-FEHaXMSlR5Ja5kqiPApvg&s=08
1 წლით ადრე პელე ჩილეში ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა და ტურნირზე გაიბრწყინა.
ეს საკმაოდ საეჭვო აზრია, 1962 წლის მუნდიალზე გარინჩამ გაიბრწყინა, პელე კი მეორე მატჩში დაშავდა, და მუნდიალი მის გარეშე მოიგეს.
ამ პოსტს არ ეხება! ამ რეკლამას რო აგდებს ეგრევე რამე მოუხერხეთ, რამდენი წელია დღეში 2-3 ჯერ შემოვდივარ და სტატიას არ ვმაზავ! კონკრეტულად ამ რეკლამამ შემაზიზღა აქ შემოსვლა, წესიერად არც ითიშება 😤😤😤🤬