workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ესპანიოლი | მსაჯი ცნობილია

ბარსელონა-ესპანიოლი | მსაჯი ცნობილია

სულ ცოტაც და ფეხბურთი “კამპ ნოუზეც” დაბრუნდება. სეზონის მეორე ნახევრის პირველ თამაშამდე მხოლოდ 4 დღეა დარჩენილი.

რამდენიმე წუთის წინ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის მე-15 ტურის მსაჯები დაასახელა. ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს ბარსელონური გუნდები დაუპირისპირდებიან, გამოცდილი არბიტრი ანტონიო მატეუ ლაოსი განსჯის.

ლაოსი 45 წლისაა. მან მსაჯობა 20 წლის წინ, 2002 წელს დაიწყო. 2004 წელს მატეუ ლაოსი ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2008 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს. Marca-მ ის სეზონის საუკეთესო მსაჯად ორჯერ დაასახელა.

კარიერის განმავლობაში მატეუ ლაოსი თამაშში საშუალოდ 24.7 ჯარიმასა და 0.28 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.6 ყვითელ და 0.2 წითელ ბარათს უჩვენებს.

ანტეონიო მატეუ ლაოსის სტატისტიკა “ბარსელონასა” და “ესპანიოლის” თამაშებში:

ბარსელონა ესპანიოლი
თამაში 47 31
მოგება 32 12
ფრე 9 7
წაგება 6 12
მოგების % 68% 39%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 7 3
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 1 1
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 9 3
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 6 3
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 27 დეკ 2022, 17:54
    #2

    სტატისტიკა კი კარგი აქვს ჩვენთან მაგრამ მსაჯობის დროს ეტყობა როგორ არ მოვწონვართ, საინტერესოა ეხლა რა დავალება მიიღო ტებასისგან, დაუდებს ესპანიოლს მოგონილ პენალტს?

  • LM10RG10
    schedule 27 დეკ 2022, 14:45
    #1

    მეზიზღება იმენა ტიპი😕80 წლისაა როდის უნდა დაანებოს თავი მსაჯობაააასს💆🏻‍♂️😀