ლა ლიგის სეზონის განახლებამდე 1 კვირაზე ნაკლები რჩება – 31 დეკემბერს “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” “ესპანიოლს” უმასპინძლებს.
კატალონიური დერბით მიმდინარე სეზონის მე-2 ნახევარი დაიწყება, რომელიც რამდენიმე ფეხბურთელის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ვისაუბროთ 3 მოთამაშეზე, რომლებიც სეზონის მეორე წრეში “ბარსელონური” კარიერის გადასარჩენად იბრძოლებენ.
სერჟი რობერტო
გასულ ზაფხულში “ბარსამ” რობერტოს ახალი კონტრაქტი მხოლოდ მისი უნივერსალიზმის გამო გაუფორმა. კარიერის ცენტრალურ ნახევარმცველად დაწყების მიუხედავად, სერჟი მარჯვენა მცველად იქცა.
ვინაიდან კატალონიურ კლუბს დაცვის მარჯვენა ფლანგზე იდეალური სიტუაცია არ აქვს, რობერტოს შენარჩუნება გადაწყვიტა. მან მონაწილეობა 4 გოლში მიიღო, მაგრამ სტაბილურობა აკლია.
საბოლო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რობერტოს კონტრაქტის კიდევ გახანგრძლივებისთვის არაფერი გაუკეთებია. მას სიტუაციის გამოსწორების შანსი სეზონის მეორე ნახევარში ექნება.
ფრანკ კესიე
“ბარსელონაში” კესიეს მომავალი ბუნდოვანია, რადგან ფეხბურთელი გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს და ჩავის გუნდში ადგილის დამკვიდრება უჭირს.
კოტ-დ’ივუარელი გავისთან, პედრისთან, ფრენკი დე იონგთან და სერხიო ბუსკეტსთან კონკურენციას აგებს და ლა ლიგაში სასტარტო შემადგენლობიდან მხოლოდ 2 მატჩი დაიწყო.
მიუხედავად ამისა, იმის ფონზე, რომ სერხიო ბუსკეტსი “ბარსელონას” ტოვებს, კესიემ, შესაძლოა, გუნდში თავისი ადგილი გამონახოს, თუ მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში თავის გამოჩენას მოახერხეს. თუ ასე არ მოხდება, ფრანკი, შესაძლოა, ზაფხულშივე გაყიდონ.
მემფის დეპაი
გავრცელებული ცნობებიდან ჩანს, რომ “ბარსელონას” ნიდერლანდელის გასხვისება სურს, რათა ზამთარში ტრანსფერების განხორციელება შეძლოს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მემფისი ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს.
გარდა ამისა, ლევანდოვსკის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის ფონზე, ჩავი ერნანდესმა, შესაძლოა, დეპაი გამოიყენოს. შესაბამისად, ეს ნიდერლანდელისთვის შესანიშნავი შანსი იქნება, რომ მწვრთნელის ნდობა მოიპოვოს.
და რაფინია სადარი? ჯერ ვერც ეგ ბრწყინავს. თან ამათში ფული მაინც არ გადაგვიხდია და ის ვალით გვყავს მოყვანილი
შანსი ყველას აქვს, მაგრამ რატომღაც არავინ არ ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას.