“ბარსელონას” ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა:
ჩემი დისკვალიფიკაცია უსამართლობაა. არბიტრმა 2 ყვითელი ბარათი მიჩვენა – სულ ესაა. იმ ჟესტს, რის გამოც 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მივიღე, მსაჯთან არანაირი კავშირი არ აქვს – ის ჩავის მისამართით იყო. 3 შეხვედრის გამოტოვება რთულია.
კარიერის დასრულებამდე მესისთან თამაში მსურს. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ლეომ ფეხბურთში ყველაფერს მიაღწია. მასთან საუბარი მუნდიალის დროს? დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ეს პოზიტიური მომენტი იყო.
“ბარსაში” ბევრი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც ყოველდღე დარბაზში ვარჯიშობენ.
ვფიქრობ, აქ დარჩენას კონტრაქტის ამოწურვამდე, 4 წელი შევძლებ. ვიცი, რომ უმაღლეს დონეზე თამაში მინიმუმ 3 წელი მოვახერხებ. თავს თანაგუნდელებზე დიდად არ ვგრძნობ.
საუკეთესო მეგობრები ფეხბურთში? ახალგაზრდებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ასევე კარგად ვარ ტერ შტეგენთან და დე იონგთან.
კაპიტნობაზე არ ვფიქრობ. ფოკუსირებული სეზონზე ვარ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მატჩებზე გავლენა მოვახდინო და თანაგუნდელების დახმარება შევძლო. დანარჩენს სეზონის დასრულების შემდეგ ვნახავთ.
პირველივე სეზონში 30 გოლის გატანა კარგი იქნება. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ასეც მოხდეს. 3 მატჩით ნაკლები მექნება, მაგრამ შემიძლია, დარჩენილი ნაწილისთვის მოვემზადო.
გუნდს ჩემპიონის მენტალიტეტი უნდა ჰქონდეს. მნიშვნელობა არ აქვს, კარგად ვთამაშობთ თუ ცუდად – საკუთარი თავის ბოლო წამამდე უნდა გჯეროდეს.
მახსოვს, 20-21 წლიდან მოყოლებული ყველაფერს ვაკეთებ, რომ 37 წლამდე უმაღლეს დონეზე ვითამაშო. ეს იმაზეა დამოკიდებული, თამაში რამდენად გსურს.
ტრავმებმა ჩემპიონთა ლიგაზე რიტმი დაგვაკარგვინა. როცა მოედანზე დიდი გუნდების წინააღმდეგ გადიხარ, ყოველი მცირე დეტალი უნდა აკონტროლო. დანაკლისის გამო სისტემის შეცვლა მოგვიხდა და სტაბილურობა დავკარგეთ. ძალიან ბევრი გოლი გავუშვით.
სამაგიეროდ, ლა ლიგაში წინ კარგად მივიწევთ. ბოლო თვეებში მიღებული გამოცდილება მომდევნო სეზონებში დაგვეხმარება.




წარმოიდგინეთ ეხლა მესის ნაირი მეპასე და ამისნაირი შემსრულებელი…. იფ იფ ))))))
ეს პსჟ ში ხოარ ფიქრობს წასვლას ? აბა მესის ვინღა მოიყვანს ბარსაში ეხლა ? დდ ლაპორტა მაგის გამკეთებელი არაა ))))))
დიბალას ვარიანტი რატო გაუშვეს ხელიდან, თუნდაც დიმარიასი, რავი ორივე მეტ ხერს მოუტანდა გუნდს ვიდრე ეს სი.ები.
მაინც მოახერხეს ტებასმა და პერესმა ბარსას დატორმუზება. გული უსკდებოდეთ ამის გოლეადორობაზე და მიხვდნენ რეალი მარტო ვერ გაგვიქაჩავდა. ამიტომაც ჩაატარეს ოპერაცია-დისკვალიფიკაცია.
კი ვაკრიტიკებთ დით თამაშებს აგდებსო მაგრამ უმაღლესი დონის ფორვარდია და უნდა დავაფასოთ რადგან იმ ბაიერნიდან წამოვიდა რომელშიც ტიტულების მოგების შანსი ბევრად დიდი ჰქონდა და მოვიდა ჩვენთან, ჩამოუყალიბებელ გუნდში სადაც არც მიულერია და არც მანე-გნაბრი რომ პასებით მოამარაგოს, თუნდაც მაგიტომ არის დასაფასებელი და ჩემი აზრით უკეთესი ფლანგები რომ გვყავდეს არც იმ თამაშებს არ ჩააგდებდა რაც ჩააგდო
მაგარი კაცია ლევანა, რო ყავდეს გვერდზე წესიერი იგროკები ძაან გაასწორებდა, გული მწყდება რო სი.ი დემბელეს და რაფინიას გვერ.ე უწევს თამაში რა. მესის და ნეიმარის დონის იგროკებთან არანაკლებ შედეგს დადებდა სუარესზე.