workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინტერსიტისთან მატჩის დეტალები

ინტერსიტისთან მატჩის დეტალები

“ბარსელონა” კოპა დელ რეიზე ასპარეზობას “ინტერსიტის” წინააღმდეგ გასამართი მატჩით დაიწყებს.

კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, “ბარსა” მესამელიგელ “ინტერსიტის” 4 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ “ბლაუგრანას” ამ გუნდთან არასდროს უთამაშია, თუმცა ეს გამოცდილება “ბარსა ატლეტიკს” აქვს.

“ინტერსიტის” რამდენიმე ყოფილი “ბარსელონელი” ჰყავს: გილემ ხაიმე, ფრანკ ანგონგი, ორიოლ სოლდევილა, კარლოს კარმონა, კრისტიან ერერა, ბენხა, ჩემი და პოლ როიგე.

“ბარსელონა” კოპა დელ რეის ისტორიაში საუკეთესო გუნდია, ახლა კი შეეცდება, ეს ტიტული 32-ედ მოიგოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 24 დეკ 2022, 15:52
    #2

    იმედია ამ თამაშზე მაინც არ გვანერვიულებენ.

  • cule1899
    schedule 24 დეკ 2022, 15:05
    #1

    კოპა ჩვენიააააააააა!!!!!