workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთის თასზე ბარსელონას პირველი მეტოქე ცნობილია

ესპანეთის თასზე ბარსელონას პირველი მეტოქე ცნობილია

დღეს ესპანეთის თასის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელმაც “ბარსელონას” მეტოქე გამოავლინა.

ჩავის გუნდი ტურნირზე “ინტერსიტისთან” დაპირისპირებით ჩაერთვება.

“ინტერსიტი” ახალი კლუბია, ის 5 წლის წინ, 2017 წელს დაარსდა. მას შემდეგ ვალენსიელები ზედა დივიზიონში გადასვლას მუდმივად ახერხებენ. გამონაკლისი მხოლოდ 2019/20 წლების სეზონი იყო, როდესაც “ინტერსიტიმ” დივიზიონში დაწინაურება ვერ მოახერხა.

ამჟამად “ინტერსიტი” ესპანეთის მე-3 დივიზიონში “ბარსა ატლეტიკთან” ერთად თამაშობს, თუმცა გასავარდნ ზონაშია. “ბლაუგრანას” სარეზერვო გუნდთან ვალენსიელებმა ერთი თამაში ჩაატარეს, რომელიც უგოლოდ დასრულდა.

“ინტერსიტიში” “ბარსელონასთვის” ნაცნობი რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს. ბენხას, ჩემი ფერნანდესსა და კარლოს კარმონას “ბარსა ატლეტიკში” უთამაშიათ, ხოლო გილემ ხაიმე, ფრანკ ანგონგი და პოლ როიხე “ბლაუგრანას” აღზრდილი არიან.

“ბარსელონასა” და “ინტერსიტის” დაპირისპირება ერთ მატჩად, 3/4/5 იანვარს გაიმართება. შეხვედრას უმასპინძლებს ვალენსიური გუნდის საშინაო არენა, რომელიც 2500 გულშემატკივარს იტევს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 24 დეკ 2022, 16:01

    გაგვიჭირდება, მაგრამ მოვიგებთ. ბარსა მებრძოლი გუნდია!

  • frenkie dejong21
    schedule 23 დეკ 2022, 21:19

    აუ მოედანიაქვთ საშინელი

  • BARC4ever
    schedule 23 დეკ 2022, 18:30

    მთავარია მოედანი იყოს კარგი, ნუ ცუდი მაინც არ იყოს.

  • La Pulga10
    schedule 23 დეკ 2022, 17:15

    გაგვიჭირდება :დდდ

  • MSN G.O.A.T
    schedule 23 დეკ 2022, 16:18

    აქაც ინტერი, აღარშემილია 😭