workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა: ვგეგმავთ, კამპ ნოუზე 2024 წლის შემოდგომაზე დავბრუნდეთ

ჟოან ლაპორტა: ვგეგმავთ, კამპ ნოუზე 2024 წლის შემოდგომაზე დავბრუნდეთ

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა:

საფეხბურთო მოედანზე ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ. “ბარსელონას” პრიორიტეტი ლა ლიგაა – ეს აშკარაა.

ძალიან კონკურენტუნარიანი და ახალგაზრდა გუნდი გყავს, რომელსაც გამოცდილი ფეხბურთელებიც დავუმატეთ.

მომდევნო თვეებში Espai Barça-ს გამარჯვებული გვეცოდინება და ზუსტი ინფორმაცია გვექნება. ეს კლუბისთვის პრიორიტეტულია. ვგეგმავთ, “კამპ ნოუზე” 2024 წლის შემოდგომაზე დავბრუნდეთ.

ის, რასაც ლუქსემბურგი სუპერლიგაზე ამბობს, მნიშვნელოვანი მანამ იქნება, სანამ ევროპული ფეხბურთი გაოგნებულია. გვსურს, კონკურენცია გავზარდოთ და მმართველობის მოდელში რეფორმა გავატაროთ.

ამის შემდეგ ევროპული ფეხბურთი შეიცვლება. გაზაფხულში დადგენილება იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • Chico
    schedule 23 დეკ 2022, 14:07

    ესპაი ბარსას პროექტის განხორციელება ნამდვილად კარგი იქნება სამომავლოდ. ცოტა ცუდ დრის არის დაგეგმილი. ეხლა ისედაც ფინანსური კრიზისია და კამპ ნოუს გარეთ თამაში კიდევ უფრო შეამცირებს შემოსავლებს, მაგრამ გადადება არ შეიძლება, უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება სუპერ ლიგას – ჩემი აზრით ამ პროექტს მინიმუმ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში , მეტი თუ არა, განხორციელება არ უწერია. ვერც გამიგია კარგი პროექტია თუ ცუდი. საკმაოდ ბევრი მოწინააღმდგე ყავს და მხარდამჭერი კიდევ არავინ. ეგერ სასამართლომაც როგორი გადაწყვეტილება მიიღო. ლაპორტა მთლიანად მიწეპებულია პერესსზე და მისი დდი იმედი აქვს. მაგრამ ამავე დროს მტრად აქცევს UEFA -ს, რაც ძალზე მნშვნელოვანია და არასასურველი. FIFA-ს უშუალოდ არ ეხება მაგრამ ყველაზე მაღალი ორგანოა ფეხბურთში და ნამდვლად მხარს დაუჭერს UEFA-ს. ტებასი და ლა ლიგა გაბრაზებულია ბარსაზე და რეალზე, მაგრამ რადგან ტებასი ცნობილი მადრიდისტია, მთელ ჯავრს ბარსაზე იყრის, და რეზუტლატს ვხედავთ. დიდი კლუბები აღფრთოვანებული არ არიან და აქამდე შემოთავაზებული სუპერ ლიგის სტრუქტურები დაბლოკილია. პატარა გუნდები მითუმეტეს. იუვენტუსის ხელმძღვანელობა შეიცვალა და ახლები როგორ მიუდგებიან ამ საკთხს, ჯერ უცნობია. და რჩება რა? პერესი და ლაპორტა? არა ბატონებო! რჩება პერესი, რომელსაც არანაირი პრობემები არა აქვს. ფულიც აქვს, სტადიონიც და გუნდიც, რომელიც ტიტულებს ბეჭდავს ყოველ წელუწადს, და რჩება პერესსზე მიწეპებული ლაპორტა, უფულოდ, უსტადიონოთ, უგუნდოთ და უტიტულოდ, რომელიც ხსნას ხედავს სუპერ ლიგის დიდ ფულებში. და თუ ეს პრიექტი არ განხირციელდება, პერესი არაფერს კარგავს, რაიმე ახალს მოიგონებს როგორც ყიველთვის და ლაპორტას მოცილებით, მისი სინდისი დიდად არ იზარალებს. მანამდე ბარსას კისერზე მარწუხი აქვს მიბმული და ბანკროტობის პირზეა, მალე მოვა არჩევნების დრო და აღმოჩნდება, რომ ბართომეომ დაანგრია კლუბი, ლაპორტამ კიდევ დაუმატა რაც იმან ვერ შესძლო. და იზარალებს მხოლიდ კლუბი, რადგან ლაპორტასაგან ისევე არ მოითხოვს პასუხისმგებლობას არავინ, როგორც ბართომეოსაგან. მაგრამ კლუბს რა ეშველება, ეს ალბათ მხოლოდ ღმერთმა იცის. ნამდვილად არა ვარ პესიმისტი, მაგრამ ამ საშიშროებას ვხედავ…. ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე……

  • nika 54
    schedule 22 დეკ 2022, 14:01

    ლა ლიგასთან ერთად კოპაც თავისთავად, ჩვენი ყველაზე ხშირი ტროფეი.