“ბარსელონა” მემფის დეპაის გუნდიდან სარფიანად გაშვებაზე მუშაობას იწყებს და მიზნის მისაღწევად სუპერ აგენტს, ჟორჟე მენდეშს დაუკავშირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Relevo ავრცელებს.
ავტორიტეტული ესპანური გამოცემის ცნობით “ბარსელონას” სურს, დეპაის ტრანსფერში იმდენი თანხა აიღოს, რომ გუნდმა ლა ლიგის ფინანსური ფეარ ფლეის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლოს. ვინაიდან ნიდერლანდელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, ეს მარტივი არ იქნება და სწორედ ამიტომ საქმეში მენდეშის დონის აგენტის ჩართვა გახდა საჭირო.
იმ შემთხვევაში, თუ “ბლაუგრანა” დეპაის სარფიანად გაყიდვას შეძლებს, შესაძლოა, კლუბმა იანვარში ფეხბურთელების დამატება მოახერხოს.
ანუ 10-15-ად უნდათ დეპაის გაყიდვა და მენდეშს რამდენს უხდიან 5-10-ს?
დეპაის რატომ ვუშვებთ გასაგებია მაგრამ ლევანა გამოტოვებს მომდევნო 3 თამაშს, თან სამივე რთულია და გამტანი კაცი გვჭირდება მაგ თამაშებში, ტორესის და დემბელეს იმედზე ჩემი მტერი იყოს, ფატი ან აკრრფს ფორმას ან რავი😒.. რაფინია გამტანი ტიპი საერთოდ არაა და ეს თამაშები კი მნიშვნელოვანია, თუ ამას ვყიდით ვინმე იჯარით მაინც აიყვანონ
ღმერთმა ქნას, მაგრამ ეჭვი მეპარება მენდეშმა სასწალუ ლი მახდინოს, გონორარს კი ძალიან სერიზულს აიღებს. დეპაი აგვსტოში თავისუფალი აგენტი ხდება. მე არ მეგულება გუნდი, რომელიც ბარსას სარგებელზე ფიქრობს და დიდ ფულს დახარჯავს . 6 თვეში კაცი უფასო ხდება. არ არის ეს კაცი მბაპე ან კიდევ სხვა და რისი მაქნისიც არის, აგერ ვნახეთ მუნდიალზე. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ შესძლებენ გაყიდვას., მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ილუზიებით ვსულდგმულობთ და აბა ვნახოთ რა მოხდება. მენდეში ერთი დეპაის ფასს ნამდვილად წაიღბს და კიდევ ბარსას უნდა ეყოს ფფპ-ს დასაფარავად….ნეტა რა თანხის მიღებას ფიქრობს ლაპორტა????
კარგ გუნდში გაშვება იქნება ამ ბიჭის დაფასება და ასეც უნდა მოიქცეს ლაპო