არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი, ნიკოლას ტალიაფიკო ხორვატიასთან მატჩის წინ ჟურნალისტებს ესაუბრა:
მას შემდეგ, რაც ხორვატიას ბოლოს ვეთამაშეთ, ბევრი რამ შეიცვალა. ხვალ სრულად განსხვავებული მატჩი იქნება.
ხორვატებს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ. რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ და შევეცდებით, მეტოქეს ვავნოთ.
მესი ყოველთვის ლიდერი იყო. ის ჩვენი კაპიტანია და წინ მიგვიძღვის. მოედანზე ვიცით, რომ ლეო გვყავს, რაც შესანიშნავი მოტივაციაა.
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ისაა, რომ ოცნებისკენ მესისთან ერთად მივიწევთ.
ძალიან რთული თამაშები დარჩა და ძნელი თამაშები იქნება არამარტო ფრანგებთან არამედ ხორვატებთანაც.