ამსტერდამის “აიაქსის” მარცხენა მცველი, ნიკოლას ტალიაფიკო აცხადებს, რომ მისი “ბარსელონაში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო.
იანვარში “ბარსასთან” მოლაპარაკებები მქონდა და პირადი კონტრაქტის დეტალებიც შევათანხმეთ. კატალონიელებს ჩემი იჯარით აყვანა და შემდეგ გამოსყიდვა სურდათ, მაგრამ “აიაქსმა” ტრანსფერზე უარი თქვა. მათ დაახლოებით 5 მილიონი ევროს მიღება უნდოდათ.
ნიდერლანდურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით მაკავშირებს, მაგრამ “აიაქსმა” იცის, რომ წასვლა მსურს.
ფრენკი დე იონგი? მას ვენდობი. ფრენკი შესანიშნავი ფეხბურთელია – ერთ-ერთი საუკეთესო, ვისთანაც მითამაშია. მესმის, რომ “ბლაუგრანას” ფული სჭირდება, მაგრამ დე იონგი ძალიან კარგია.
– ციტირებს არგენტინელის სიტყვებს Cadena SER.
“ბარსელონას” ტალიაფიკოს შეძენა მართლაც სურდა, თუმცა, ახლა კლუბს სხვა გეგმები აქვს და მის პოზიციაზე პრიორიტეტი მარკოს ალონსოს ტრანსფერია.
ახლა ამის მოყვანა სისულელე მგონია. არც ნაკრებშია ძირითადის კაცი და აიაქსშიც მანდ ბლინდი თამაშობს ხოლმე
რომერო იუვენტუსმა ჯენოასგან 26 მილიონად იყიდა 2019 წელს , ჩვენ 2018 წელს ლენგლე ვიყიდეთ სამაგიეროდ . მთავარი ის კი არ არის , ვინ რომელ გუნდში როგორ თამაშობს , ლენგლე რომ მოგეწონება როგორც მცველი და ლუკა დინი კიდევ და ბარსელონაში მოიყვან სათამაშოდ , აი იქ არის პრობლემა . სკაუტების არ გყვავს ფაქტიურად , პედრის გარდა ვერ ვიხსენებ ახალგაზრდა ფეხბურთელს , რომელიც განვითარების მიზნით ვიყიდეთ და გაამართლა , თუმცა თუ დრო არ მიეცი , ვერც გაიგებ რა შეუძლია და მასე იყო არაუხოს შემთხვევაშიც , სანამ სტაბილურად არ მისცეს სათამასო დრო და კი გაფრინდა , ეხლაც იგივეა , ალონსო რომ მოგყავს , სიტუაცია ისეთია წელსაც გაგვიჭირდება ტიტულებისათვის ბრძოლა და მიეცი რა შანსი ბალდეს , იქნება და რას შვება ? აქვს მაგ ბავშვს მონაცემები , მაინც ალონსოს ჩააბჟირდნენ !
გასტონ ავილა , 20 წლის , ბოკას ფეხბურთელია , 4,5 მილიონია მისი ფასი , ბევრჯერ დავწერე და შეიძლება მოგბეზრდათ კიდეც , მაგრამ ეს ბიჭი ძალიან მაგარი მცველი დადგება და ნაკრებშიც მგონია რომ რომეროს შეუწყვოლდება მომავალში , თამაშობს ორივე პოზიციაზე ცენტრში და მარჯვენა ფლანგზეც .
არც ტალიაფიკო და მითუმეტეს ალონსო ბარსას დონის არ არიან, რა ალონსო ხოარ ჟრიალებთ, ლუკა დინი უფრო გაუწევდა ალბას კონკურენციას ვიდრე ალონსო
რომერო ძვირი ღირდა თორემ არავის უთქვამს მინგესა ჯობიაო
აი გუნდს იქ აქ დედა ნატირები , ტალიაფიკოს რომ ბებერი ნელი ალონსო ჯობია და რომ რომერო და ლისანდრო მარტინესი ბარსელონას დონის არ არიან და ლენგლე და გარსია-მინგესა უკეთესია !!! არგენტინელებს ყოველთვის ძალიან მაგარი მცველები ყავდა და გუშინაც გამოჩნდა რომ მასეა , გუნდს რომელსაც 31 თამაში არ წაუგია უკვე , რა დონის დაცვა და საყრდენები უნდა ყავდეს ხომ წარმოგიდგენიათ ? რომერო ცალკე თემაა , ზე კლასია მართლა !!
ამის თამაშები არმაქ ეხლა ნანახი ოხრად მარა გუშინ მაგრად იდგა
გადაწყვეტილი როგორღა იყო თუ გუნდი მუქთად არ გიშვებდა, ჩვენ კი იჯარის ფული კი არა ხელფასებს ვერ ვიხდით.