“ბარსელონას” ალეხანდრო ბალდეს კონტრაქტის გახანგრძლივება და მისთვის ანაზღაურების გაზრდა სურს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშთან თვეებია, მოლაპარაკებებს აწარმოებს და მიიჩნევს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
პსჟ და “მანჩესტერ იუნაიტედი” ბალდეს შეძენით ინტერესდებიან, მაგრამ ის ბავშვობიდან კულეა და “ბარსაში” დარჩენა სურს. ამასთან, ალექსმა იცის, რომ კლუბში ენდობიან.
ბალდეს ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს იწურება.
ამის გახანგრძლივებაზე არც კი უნდა დაფიქრდნენ.