ორდღიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი გვიბრუნდება.
დრეს ორი მეოთხედფინალური წყვილი გაიმართება და პირველ ნახევარფინალსაც მივიღებთ.
19:00 საათზე რაფინიას ბრაზილია ხორვატიას დაუპირისპირდება.
23:00 საათზე კი ჩვენთვის ყველაზე საინტერესო შეხვედრაა – ფრენკი დე იონგისა და მემფის დეპაის ნიდერლანდები ლიონელ მესის არგენტინის წინააღმდეგ.
ორივე თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი გვთავაზობს.
როგორც ვივარაუდე ორი ბარსელონელი ემშვიდობება მუნდიალს. დე იონგი და დეპაი.
დი მარია,ლაუტარო,პაპუ და დე პაული შესაძლოა არ იყოს დღეს და არ ვიცი რამდენად შეძლებენ ეგრე გასვლას. იმედია გავლენ.
დი მარი თუ იქნება არგენტინა მოიგებს.მთავარია მესის აუდგეს და სანერვიულოც აღარ გვექნება.
დღეს წესით თანაბარ თამაშს ველი, ხოლო ვინც არ უნდა გავიდეს, შემდეგში ბრაზილიასთან დატაკება საკმაოდ არათანაბარი იქნება.
მაგრამ მგონია რომ იმათთვის წინააღმდეგობის გაწევა უფრო მეტად არგენტინას შეუძლია და ამიტომ სამართლიანობა მოითხოვს რომ ლეო გაძვრეს.
ბოლო 4 ბრაზილია-არგენტინის დაპირისპირებაში ბრაზილიამ გოლი ვერ გაუტანა არგენტინას, ასევე მარაკანაზეც კი დათმეს კოპა, ამიტომ სულ სხვა მენტალიტეტის თამაში წავა ვიდრე ჰოლანდიასთან.
ისე მგონია რომ დღეს წესით ორივე გუნდის ბრჭყალებს ვიხილავთ, აქამდე შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ თავიანთ მეტოქეებს სათანადოდ არ აფასებდნენ და ნაკლები მონდომებით ითამაშეს ბანძ გუნდებთან დღეს კი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წავა.