workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ესპანეთსა და მაროკოს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გამართული შეხვედრა, რომელიც ლუის ენრიკეს გუნდისთვის კატასტროფული გამოდგა.

გუნდებმა 120 წუთში საუკეთესო ვერ გამოავლინეს და მატჩი 0-0 დამთავრდა, რის შემდეგაც საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. “ფურია როხამ” 3-დან სამივე თერთმეტმეტრიანი გააფუჭა (მათ შორის, სერხიო ბუსკეტსმაც), აფრიკელებმა კი 4-დან 3 გაიტანეს და პენალტების სერიისთვის უჩვეულო ანგარიშით, 3-0 მოიგეს.

შედეგად, ესპანეთი მუნდიალს ემშვიდობება და “ბარსელონელებიც” კლუბს მალე დაუბრუნდებიან.

გავი, პედრი, ფერან ტორესი, ბუსკეტსი და ალბა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ანსუ ფატი და ალეხანდრო ბალდე კი ცვლილებაზე გამოვიდნენ. ამასთან, მაროკოს რიგებში მოედანზე 54 წუთი გაატარა ეზ აბდემ, რომელიც “ბარსას” საკუთრებაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 07 დეკ 2022, 14:14

    ძირითადში მაინც წაეგოთ, პენალტების სერიაში 3-0 რა უბედურებაა. ენრიკეს ინტერნეტში პოზიორობას, ესენი პენალტებზე ევარჯიშებინა, ეგება 3-2 მაინც წაეგოთ.

  • kanja
    schedule 06 დეკ 2022, 23:14

    ახალი ამბავი… თავიდანვე ჩასვრილ ფეხბურთს თამაშობდნენ…
    წადით და "დაისვენეთ"… ენრიკე — ძაღლი მიკაკვდა სულში… წადი და ეფერე ახლა…

  • isakichi
    schedule 06 დეკ 2022, 22:28

    პენალტის დასარტყმელად მიდიხარ,მთელი ქვეყანა შენ გიყურებს,რაღაცა დუხი,ენერგია მუხტი შემართება დააანახე ხალხს რა უბედურებაა პენალტის ნიშნულთან თავდახრული მისვლა,რაღაცა ზანტი და უღიმღამო დარტყმული,არც ხასიათი გეტყობა არც შემართება,მაროკოელები იხეოდნენ შუაზე,დამატებით დროში ყოველ მომენტზე ყოველ აუტზე ყოველმოგერიებულ ბურთზე მუხტი ეტყობოდათ,შემართება და ენერგიაა,პენლებამდე რო მიდის საქმეე ეგ წყვეტს ყველაფერს,პენალი ფეხბურთს ნაწილია და ასე უღიმღამოდ და ზერელედ დარტყმულით არაფერი გამოვა,ხასიაათიიი მაგ დროს ხასიაათი უნდა გამოავლინო,იღრიალო იყვირო თანაგუნდელები გამოაფხიზლო,მაგ დროს რამოსი რო ყოფილიყო სახეჩამოშ ვებული რო დაენახა ვინმე ისე შეუღრენდა მოიყვანდა დუხზე,მერე კიდე ასეთ ავტობუსა გუნდებთან არაფერი რო არ გამოდის ეს ბურთის გორაობა რა უბედურებაა,ხო უნდა იყო მზად ასეთი სცენარისთვის,რაღაცა ხო უნდა შეცვალონ,ეგენი არიან ფეხბურთელები ჩვენ ხო არა,პორტუგალია ამ მაროკოს სამი ან ოთხი ნორმალური ჩაწოდებით მოუგებდა,აგერ იქნება ჩემი კომე ტარი,პორტუგალია ითამაშებს ნახევარფინალს,შვეიცარიასაც გაცდება და მაროკოსაც,იმას რომ ამბობს ზოგიერთი გერმანიას გაუჩალიჩეს და მაგიტო წააგესო ამ დონის გუნდისგან ეგ არი ბავშვობა და არასერიოზულობა,საერთოდ დღეს ტიპიური საჯარიმოს ცხრიანი უნდა გყავდეს გუნდში ყველა ვარიანტში

  • Moriba
    schedule 06 დეკ 2022, 22:09

    უბრალოდ ვერ ვგებულობ სამივე ფეხბურთელმა ასე ჩაჯმულად რატო გამოექანენ და დაარტყენ ვერავინ დამაჯერებს რო ეს ტოტალიზატორი არიყო

  • EL MAESTRO 6
    schedule 06 დეკ 2022, 22:08

    ტიაგოს და რამოსს რომ დატოვებ მაინც ასეთ თამაშში გამოჩნდა რომ გუნდს ლიდერი არ ჰყავს, რამოსი პენალტს არ გამაზავდა, ტიაგო კიდე ისეთი ფეხბურთელია რომელსაც შეუძლია თამაში მოგაგებინოს, იმედია მოტივირებულები დაგვიბრუნდებიან ფეხბურთელები და დასვენებულები სეზონის მეორე ნახევარს კარგად ჩაატარებენ

  • Albicelecte
    schedule 06 დეკ 2022, 22:02

    ნაჰუელ ენრიკე მარტინეს გარსია, გადავუკთე სახელი scream