workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსია”– “ბარსელონა”  ფაქტები და სტატისტიკა

“ვალენსია”– “ბარსელონა” ფაქტები და სტატისტიკა

 

 

  შესანიშნავ ფორმაში მყოფი, “ვალენსიელი”  რობერტო სოლდადო, სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება ხვალინდელ თამაშში. მან შაბათს გამართულ, “სპორტინგის” წინააღმდეგ მატჩში, მუხლის მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა უნაი ემერი მაინც აპირებს მის ძირითად შემადგენლობაში გამწესებას. სოლდადო შესანიშნავ ფორმაშია, კლუბის მიერ გატანილი 6 გოლიდან, 5 სწორედ მის ანგარიშზეა, რაც დიდწილად განაპირობებს ვალენსიელთა პირველობას მიმდინარე ჩემპიონატში.
    ხერარდ პიკემ გუნდათან ერთად ივარჯიშა, თუმცა სავარაუდოდ იგი ხვალ არ ითამაშებს. კატალონიელთა ლაზარეთში კვლავ რჩებიან: ანდრეს ინიესტა და ალექსის სანჩესი.

 

“ვალენსია” და “ბარსელონა” ერთმანეთს “მესტალიაზე” 77–ჯერ შეხვდნენ, აქედან 29–ჯერ “ღამურებმა” იმარჯვეს, ხოლო 30–ჯერ კატალონიელებმა.

 

“ვალენსიამ”  უკანსაკნელი 10 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოუგო “ბარსას” ( 2–1 2007 წლის თებერვალში) 

ეს “ბარსელონასთვის” ყველაზე შედეგიანი სტარტია 1951 წლის შემდეგ, მაშინ კატალონიელებმა 3 ტურში 19 გოლი გაიტანეს, ამ სეზონში კი–15.

“ბლაუგრანას”  ყველა გოლი მიმდინარე “ლა ლიგას” გათამაშებაში, თამაშიდან გავიდა და არა სტანდარტებიდან.

მოქმედი ჩემპიონის ანგარიშზე  I ტაიმში გატანილი ყველაზე მეტი გოლია–9.

უკანასკნელი 10 მატჩიდან, რომელიც “ბარსამ” პიკეს გარეშე ჩაატარა, კლუბს არცერთი არ წაუგია ( 8 მოგება, 2 ფრე).

მესიმ უკვე მოასწრო და შეასრულა ჰეთ–თრიკი, ეს მან “ოსასუნას” წინააღმდეგ შეხვედრაში გააკეთა.

მესის, კარიერაში ყველაზე წარმატებული სტარტი აქვს  “ლა ლიგაში” ( 3 მატჩში 5 გოლი). 

მხოლოდ სოლდადომ და ფაბრეგასმა გაიტანეს მიმდინარე ჩემპიონატის ყველა ტურში გოლი.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward