workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მანჩესტერ იუნაიტედი იანვარში მემფის დეპაის შეძენას შეეცდება

მანჩესტერ იუნაიტედი იანვარში მემფის დეპაის შეძენას შეეცდება

Sport-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მემფის დეპაის შეძენას შეეცდება.

გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, ინგლისელთა თავკაცი, ერიკ ტენ ჰაგი უნივერსალ შემტევს ეძებს. ერთ-ერთი კი სწორედ დეპაია, მაგრამ კლუბი, პსვ-ის ფეხბურთელით, კოდი გაკპოთიც ინტერესდება. 

წყაროს ცნობით, “იუნაიტედი” მემფისს შეთავაზებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუკეთებს, თუ “ბარსელონა” ნიდერლანდელს კონტრაქტს გაუწყვეტს, რადგან “წითელ ეშმაკებს” მის სანაცვლოდ თანხის გადახდა არ სურთ.

თავის მხრივ, მოთხოვნები დეპაისაც აქვს: ის იანვარში “ბარსადან” წასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხას სრულად მიიღებს და მისი მომავალი კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს (“მანჩესტერი” კი ევროპა ლიგაზეა).

“ბარსელონაში” ურჩევნიათ, ნიდერლანდელი ზამთარში €5 მილიონად გაყიდონ, ვიდრე ზაფხულში უფასოდ დაკარგონ. ამასთან, ეს კლუბს სახელფასო ფონდსაც შეუმცირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • me da barca
    schedule 24 ნოე 2022, 22:24
    #2

    ერთი ეს ითამაშებს მანჩესტერში და მეორე მე. smile

  • S.t.a.l.k.e.r.
    schedule 24 ნოე 2022, 22:03
    #1

    დეპაი გაყიდეთ და ხლემბელე დატოვეთ