დღეს მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 სათამაშო დღეა და საქმეში ერთვება ნაკრები, რომელშიც “ბარსელონას” ყველაზე მეტი ფეხბურთელი თამაშობს.
20:00 საათზე ესპანეთის ეროვნული გუნდი კოსტა რიკას დაუპირისპირდება. მოსალოდნელია, რომ მოედანზე “ბლაუგრანას” ბევრ მოთამაშეს ვიხილავთ.
ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი Sport-ს აქვს, რომლის აზრითაც “ბარსელონელებიდან” სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ალეხანდრო ბალდე დარჩება, დანარჩენი 7 “ბლაუგრანელი” კი სასტარტოში იქნება.
მეორე კატალონიური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ცნობით თერთმეტეულში 6 “ბარსელონელს” ვიხილავთ, ბალდესთან ერთად სათადარიგოთა სკამზე კი ფატი იქნება.
მადრიდული გამოცემების აზრით კი სათადარიგოთა სკამზე იქნება ერიკ გარსიაც.
ოთხივე ესპანური გამოცემა თანხმდება, რომ ნახევარდაცვა “ბარსელონური იქნება – ბუსკეტსი, პედრი, გავი – დაცვის მარცხენა ფლანგზე ალბას ვიხილავთ, ხოლო შეტევაში ფერან ტორესს.
Sport
ესპანეთი (4-3-3): სიმონი, ასპილიკუეტა, გარსია, ლაპორტი, ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, ტორესი, ასენსიო, ფატი.
Mundo Deportivo
ესპანეთი (4-3-3): სიმონი, ასპილიკუეტა, გარსია, ლაპორტი, ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, ტორესი, მორატა, ოლმო.
Marca
ესპანეთი (4-3-3): სიმონი, კარვახალი, როდრი, ლაპორტი, ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, ასენსიო, მორატა, ტორესი.
As
ესპანეთი (4-3-3): სიმონი, ლიორენტე, როდრი, ლაპორტი, ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, ტორესი, მორატა, სარაბია.
არგენტინამ მოიგოს ორივე თამაში და გავა ჩვეულებრივად, არაფერი საგანგაშო არაა ჯერ მათთვის, 1990 წელსაც წააგეს პირველი თამაში მაგრამ საბოლოოდ ფინალი ითამაშეს.
ოთხივე ესპანური გამოცემა თანხმდება, რომ ნახევარდაცვა "ბარსელონური იქნება – ბუსკეტსი, პედრი, გავი – დაცვის მარცხენა ფლანგზე ალბას ვიხილავთ, ხოლო შეტევაში ფერან ტორესს.
ჩვენ კი ბუსკეტსის დროზე ადრე გაშვებას ვგეგმავთ, დავიჯერო ყველანი ენრიკეზე ჭკვიანები ვართ?
მე ამ კამანდას დავაყენებდი სიმონი ლაპორტა პაუ ტორესი ალბა ლორენტე ბუსი როდრი ჩამშლელად ფატი მარცხნივ მარჯვნივ ფერანი შუაშია პედრი წინ ასენსიო
ესპანეთი არ ვიცი, მაგრამ გუშინდელი ფრე პოლონეთსა და მექსიკას შორის შეიძლება არგენტინის ნაკრებისთვის აღმოჩნდეს საბედისწერო! საუდის არაბეთი არცერთ არ დაუდებს ტოლს…