workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესი: ისე უნდა გავერთიანდეთ, როგორც არასდროს

ლიონელ მესი: ისე უნდა გავერთიანდეთ, როგორც არასდროს

საუდის არაბეთთან წაგებული მატჩის შემდეგ ლიონელ მესი კომენტარს აკეთებს:

ეს ძალიან რთულია. ასეთ სტარტს არ ველოდით. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მომდევნო მატჩებისთვის უნდა მოვემზადოთ. შემდეგი 2 შეხვედრა უნდა მოვიგოთ – ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. 

მიზეზებს არ ვეძებთ. ისე უნდა გავერთიანდეთ, როგორც არასდროს. 

ფანებს ნდობას ვთხოვ… ეს გუნდი არ დანებდება.

ძლიერები ვართ, რაც წინა მატჩებში ვაჩვენეთ.

ლეო მესიმ არაბეთთან მატჩში არგენტინა დააწინაურა, მაგრამ მეტოქემ შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გოლით მესი გახდა პირველი არგენტინელი, რომელმაც 4 მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა.

“ალბისელესტე” 26 ნოემბერს მექსიკას შეხვდება, 4 დღის შემდეგ კი – პოლონეთს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • იმედა_ხავიესტა
    schedule 23 ნოე 2022, 18:13

    მიდი ლეო მოინდომე მიდი ❤️

  • nika 54
    schedule 23 ნოე 2022, 14:41

    მე გუნდები მახსოვს 3 ქულით რო გადიოდნენ ჯგუფიდან და მერე ფინალშიც თამაშობდნენ. ეგრე არ გახდა პორტუგალია ევროპის ჩემპიონი.

  • basa7
    schedule 23 ნოე 2022, 10:50

    ბიჭებო თქვენი არ ვიცი მსგრამ მე საუდის არაბეთი საკმაოდ ორგანიზებულ და უხერხულ გუნდად მომეჩვენა. ბევრ გუნდს გაამწარებს. არგენტინას კი ეს თამაში სკალონიმ წააგებინა. მეორე ტაიმში სრულად უნდა შეეცვალა ტაქტიკა. პლიუს ერთიბგოლი ლაუტაროსი აშკარად მოპარეს და უკვე ექსპერტებიც ალაპარაკდნენ ამაზე. პოლონეთი მექსიკის ფრემ გაუმართლა და ახლა ეს უნდა გამოიყენონ აუცილებლად.

  • Albicelecte
    schedule 23 ნოე 2022, 02:16

    ციტატა: Truxilio
    ბავშვთა ფეხბურთშია ფული ჩასადებიAlbicelecte,


    ჩემპიონატში შეიხებს უნდა დაუძახო, კლუბები უნდა მიყიდო და კაპიტალი შეუშვა;
    ჩე გევარას სულს ბოდიშს მოუხდი და ეგაა innocent

  • Truxilio
    schedule 23 ნოე 2022, 01:49

    ბავშვთა ფეხბურთშია ფული ჩასადებიAlbicelecte,

  • Albicelecte
    schedule 22 ნოე 2022, 22:56

    ამდენი ხანი ვამბობ, სანამ არგენტინის ჩემპიონატი არ გაძლიერდება, მანამ ნაკლები იქნება შანსი scream rage

  • me da barca
    schedule 22 ნოე 2022, 21:38

    სკალონიმ ეტყობა დაიკიდა და არ დააფასა არაბები. ნახევარი ძალით უნდოდა მოგება და აი შედეგიც.

  • riva
    schedule 22 ნოე 2022, 21:26

    რატო არავის ესმის რომ დიმარია არის კრისტინას ნასედკა…

  • Iniesta_8
    schedule 22 ნოე 2022, 19:44

    დღეს 0 იყო მთელი არგენტინა, მწვრთნელიანად. ან მოიგებენ შემდეგ 2 თამაშს ან ჩარჩებიან ჯგუფში. ეს აბდულები და ჯამალები ისე თამაშობდნენ გეგონება ბარსა-რეალის სასტავი ყავთო.

  • shu1987
    schedule 22 ნოე 2022, 18:56

    ეგ მესმის 2006-წლის მერე უნდა გავერთიანდეთო და რა ვერ შეიკრიბეთ ქართული ოპოზიციასავით რომ ხართ მოედანზე ყველა თავის პონტში უბერავს

  • La Pulga10
    schedule 22 ნოე 2022, 18:48

    სიმართლე,რონ ვთქვათ სადღაც გულის კინჭულში ველოდი,რომ რამე სლეობა მოხდებოდა,მარა ნიჩივო მოიგებენ იმ ორს.ბიჭო რა შემართებით გამოდიან ეს მცუანა ნაკრებები ტო.