workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფორმულები იანვარში ფეხბურთელების შესაძენად

ფორმულები იანვარში ფეხბურთელების შესაძენად

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მომდევნო საათებში ჟოან ლაპორტა, სპორტული მენეჯმენტი და ტექნიკური შტაბი შეხვედრას გამართავენ, რათა იანვარში განსახორციელებელი ტრანსფერების საკითხი განიხილონ.

წყაროს ცნობით, “ბარსელონას” ზამთარში ახალი ფეხბურთელ(ებ)ის მოსაყვანად შემდეგი ფორმულების დაკმაყოფილება დასჭირდება:

  • მემფის დეპაის გაყიდვა;
  • ტერ შტეგენისა და ფრენკი დე იონგის ანაზღაურების შემცირება;
  • დამატებითი შემოსავალი (სპონსორები ან ამხანაგური მატჩები)

იანვარში კატალონიური კლუბის პრიორიტეტი მარჯვენა მცველის შეძენა იქნება. ჩავი ერნანდესი ექტორ ბელერინზე იმედებს არ ამყარებს და, დიდი ალბათობით, ის გუნდს დატოვებს. 

ბელერინის შეძენით “რომა” ინტერესდება. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჟოზე მოურინიო უკვე დაუკავშირდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 22 ნოე 2022, 12:39
    #2

    პირველიც და მეორეც ძალიან რთული შესასრულებელია, დეპაი უფასოდ წასვლას ითხოვს ან გუნდში დარჩენას, ფრენკიმ კიდევ აგერ უკვე პრესასთან დაიწყო ჩივილი. ხელფასს მიმცირებენო და მიშველეთო. რა მომენტი გაფლანგა გუშინ მეკარესთან პირისპირ დარჩა და რა უნდა ექნა ვერ მიხვდა.

  • DesmondHume
    schedule 22 ნოე 2022, 00:06
    #1

    დაიცა და პიკეს წასვლით რო 60 მილიონი გამოთავისუფლდა და პლიუს ზაფხულის ბოლოს რო ბერნარდუს მოყვანას აპირებდნენ ეს ორი ფაქტი არაფერზე მიუთითებს? რანაირად არ გვაქ იმის ტ*აკი რო აი მაგ ფორმულების გარეშეც მოვიყვანოთ ხალხი ვერ გავიგე :დდდ