workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრენკი დე იონგს მსურველები კვლავ ჰყავს, მაგრამ ბარსელონა მის გაყიდვას არ აპირებს

ფრენკი დე იონგს მსურველები კვლავ ჰყავს, მაგრამ ბარსელონა მის გაყიდვას არ აპირებს

Sport-ის ინფორმაციით, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ფრენკი დე იონგის შეძენით კვლავ ინტერესდებიან, თუმცა ახლა სიტუაცია შეცვლილია. 

საქმე ისაა, რომ “ბარსელონა” ნიდერლანდელი ნახევარმცველის გაყიდვას აღარ აპირებს. კლუბში მის გასხვისებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქრდებიან, თუ ისეთ შემოთავაზებას მიიღებენ, რომელზეც უარს ვერ იტყვიან.

მიმდინარე სეზონში დე იონგი ნამდვილად ბრწყინვალეა და ჩავი ერნანდესის ნდობა მოიპოვა. თანაც, თითქმის გადაწყვეტილია, რომ სერხიო ბუსკეტსი “ბარსას” დატოვებს, რაც ნიშნავს, რომ ფრენკის თავის ფავორიტ პოზიციაზე თამაშის შესაძლებლობა მიეცემა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Albicelecte
    schedule 21 ნოე 2022, 20:21
    #5

    ეს რომ გაეტანა 10 მილიონს მოუმატებდა მინუმუმ barca-7

  • nika 54
    schedule 21 ნოე 2022, 14:42
    #4

    120 მილიონზე ნაკლებად არ უნდა გაყიდონ, მაგრამ თუ როგორც ითქვა ხელფასს დაიკლებსო მაშინ დარჩეს ჯობია.

  • CHEPE24
    schedule 21 ნოე 2022, 10:44
    #3

    ხოდა იანვარშივე დატოვოს კლუბი ეყოს კვერცხების ძალა და დაახვიოს უკვე აღარაა ბუსკეცის დროს ან ხავის ბოლო სეზონივით ხანდახანა ათამაშონ და ფრენკი დააყენონ აქედანვე საყრდენზე რომ გაიგონ მართლა ქეთინოა თუ საყრდენი მისი ბუნებრივი პოზიციაა

  • Iniesta_8
    schedule 21 ნოე 2022, 10:30
    #2

    ან გაყიდეთ ან კიდევ გადაუხადეთ მაშინ ხელფასი, ყველაფერში უნიათოები რატომ არიან. მესისთვის არ ჰქონდათ 50 მილიონი და ამას 40 უხდიან.

  • Barca_MNS
    schedule 21 ნოე 2022, 03:25
    #1

    დე იონგი – გავი – პედრი ყველაზე ახლოსაა ხვი ბუსმეცი ინიესტას სამეულთან. ვისურვებდი არ გაეყიდათ მაისნ როცა ალბას, უმტიტს ბუსკეცსაც სამწუხაროდ, დეპაის ტყუილად უხდიან ხელფასს დე იონგის გაყიდვაზე დამწყდებოდა გული.
    თუ მას გაყიდიან არ ვიცი ვინ, როდრი ვითომ? ვინ უნდა მოიყვანოს ბარსამ.