ხავი მიგელის ცნობებით, “ბარსელონაში” ეჭვობენ, რომ ურუგვაის ნაკრები რონალდ არაუხოს რეაბილიტაციის პროცესს დააჩქარებს.
არაუხოს ოპერაციიდან 2 თვეც არ გასულა, ის კი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. თუ რონალდმა პორტუგალიასთან ითამაშებს, გამოდის, რომ ფეხბურთელი მოედანზე მოსალოდნელზე 1 თვით ადრე დაბრუნდება, რაც ძალიან ბევრია.
“ბარსა” და ურუგვაის ნაკრები შეთანხმდნენ, რომ არაუხო ჯგუფურ ეტაპზე არ ითამაშებს, და თუ ურუგვაელები ამ პირობას დაარღვევენ, კატალონიური კლუბი მათი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას პასუხს მოსთხოვს.
მიუხედავად ამისა, რონალდი “ბარსელონას” დაჰპირდა, რომ რეაბილიტაციის პროცესს არ დააჩქარებს და კლუბის ინტერესების წინააღმდეგ არასდროს წავა.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, არაუხოს თამაშის ნებართვა მხოლოდ მაშინ ექნება, როცა თანხმობას როგორც ურუგვაის ნაკრების, ასევე “ბარსას” ექიმებისგან მიიღებს. მხარეები პოზიტიურად არიან განწყობილნი.
ამანაც ცოტა მოიკატუნოს თავი და უთხრას დისკომფორტს ვგრძნობო, მაინც და მაინც უნდა მოკლან და უმტიტად გვიქციონ?
მარჯვნივ უნდათ ალბათ
გოდინი/ხიმენესი ჰყავს, მშვენივრად შეთამაშებული დაცვის ცენტრი; კიდევ კოატესი/კასერესი და რაღა ახალ ნაოპერაციევ კაცს მიახტნენ?!
ნეტა ურუგუაი ჯგუფში ჩარჩეს და არაუხოს თამაში არ მოუწიოს, ამისი ტრამვა ძაან უკან ხევს გუნდს