workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტ ლევანდოვსკი სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით შოკირებულია

რობერტ ლევანდოვსკი სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით შოკირებულია

Sport-ის ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკი შოკში იყო, როცა გაიგო, რომ სადისციპლინო კომიტეტმა ის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

პოლონელი მიიჩნევს, რომ მას არცერთ ეპიზოდში მსაჯისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ასევე ფიქრობს, რომ პირველი ყვითელი ბარათი უსამართლოდ მიიღო.

“ბარსელონა” ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრებს, მაგრამ თუ ეს საჩივარი არ დააკმაყოფილდება, ლევანდოვსკის მნიშვნელოვანი მატჩების (“ესპანიოლის”, “ატლეტიკოსა” და “ბეტისის” წინააღმდეგ) გამოტოვება მოუწევს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 17 ნოე 2022, 16:58

    არაუშავს, არ გვყავდა ლევანდოვსკი და ატლეტიკოს მაინც ვუგებდით, მითუმეტეს დღევანდელ ატლეტიკოს რა ფორმაშიც არის.

  • რობერტ ლევანდოვსკი
    schedule 17 ნოე 2022, 13:33

    ერთი ბენზემა ყოფილიყო სრაზუ გაუკეთებდნენ საქმეს .ნუ ბაზარი არაა პიკე ბარსას პრეზიდენტად ძალიან მინდა მარა , ასევე არ ვიტყოდი უარს ხე ტებასის ადგილზე ვინმე ჩვენიანი რო მივიდეს ოღონდ ძალიან არ უნდა დაეტყოს რო ჩვენიანია.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 17 ნოე 2022, 10:41

    ციტატა: Don_Andresito
    როდის დაკმაყოფილებულა ბარსას საჩივარი, რეალის კი ბატონო, შეუმცირებიათ დისკვალიპიკაცია. მაქსიმუმ 2 თამაშამდე შეუმცირონ მარა ატლეტიკოსთან მაინც გამოტოვებს. რაც კატასტროფა იქნება. ისე შოკირებული როა, მანამდე ეფიქრა, იდაყვი ძალით ჩაარტყა და ის ჟესტიც, ცხვირზე, აშკარად რაღაცას ნიშნავდა.არაპროფესიონალურად მოიქცა


    joy ეგ ჟესტი რას ნიშნავდა – გაჩერდი თორემ ცხვირში მოგცხებ მუშტსო???
    :::დდდდდდ
    მაინც მისცეს დისკვალიფიკაცია და ერთი ჩაეცხო ბარემ გემრიელად, გულს მოიფხანა ::დდდდდ

  • Albicelecte
    schedule 17 ნოე 2022, 02:58

    იმედია ატლეტიკოს ფეხბურთელები მუნდიალზე შორს წავლენ… დე პაული, კორეა მაინც….
    და ეხლაც ვერაა ისეთ ფორმაში, რომ….
    და მუნდალის მოგების მერე ჩოლო ისე გამოთვრება, რომ ერთი თვე ყველაფერს დაიკიდებს smiley smiley

  • Giorgi99
    schedule 17 ნოე 2022, 00:59

    ქულები უნდათ ბარსას დააკარგვინონ ყველამ იცის ლევანას რა შეუძლია

  • Don_Andresito
    schedule 17 ნოე 2022, 00:28

    როდის დაკმაყოფილებულა ბარსას საჩივარი, რეალის კი ბატონო, შეუმცირებიათ დისკვალიპიკაცია. მაქსიმუმ 2 თამაშამდე შეუმცირონ მარა ატლეტიკოსთან მაინც გამოტოვებს. რაც კატასტროფა იქნება. ისე შოკირებული როა, მანამდე ეფიქრა, იდაყვი ძალით ჩაარტყა და ის ჟესტიც, ცხვირზე, აშკარად რაღაცას ნიშნავდა.არაპროფესიონალურად მოიქცა