ფერან კორეასის ინფორმაციით, ჟორდი კრუიფი იური ტილემანსის დიდი ქომაგია და მისი გადაბირება სურს.
Sport-ის ჟურნალისტის ცნობით, კრუიფს ბელგიელ ნახევარმცველზე ინფორმაცია თავისი მეგობრისგან – რობერტ მარტინესისგანაც აქვს, რომელიც ტილემანსს ნაკრებში წვრთნის.
“ბარსელონამ” იურის ტრანსფერზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, იანვარშიც კი დაიწყოს, მაგრამ ყველაფერი Fair Play-ს წესებზე იქნება დამოკიდებული.
ტილემანსისთვის ბრძოლაში “ბარსას” კონკურენციას ლონდონის “არსენალი” გაუწევს.
ბელგიელს “ლესტერთან” კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ “ბარსელონას” მისი უფასოდ დამატება შეეძლება.




ისე კაი ხნის წინ უნდა მოგვეყვანა ეხლაც არ იქნება ცუდი ეხლა გამოცდილებაც მეტი აქვს
მოკლედ ფეხბურთელს თვალი ვერ დავადგით, რო ვინმესთან "კონკურენცია" არ დაგვჭირდეს.
მეც მაგრად მინდა ეს ბარსაში
ეს ძაან მაგარი ვინმეა და ბარსამ თუ ითრია გაასწორებს
უეჭველი დასათრევია
თუ უფასოდაა მოვიყვანოთ არაფერს ვკარგავთ