ჟორდი ალბამ Mundo Deportivo-სთან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა:
ძალიან ბედნიერი ვარ – ეს მესამე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, რომელშიც მონაწილეობას მივიღებ, და ტურნირის დაწყებას მოუთმენლად ველი.
ნაკრებს ბევრი ფლანგელი ჰყავს და გარანტირებული ადგილი არავის აქვს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ესპანეთს წარმოვადგენ. ვეცდები, მაქსიმუმი გავიღო.
მინდა, მსოფლიო ჩემპიონები გავხდეთ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან დიდებული გუნდი გვყავს.
ლუის ენრიკეს ძლიერი მენტალიტეტი აქვს, რაც მწვრთნელში ძალიან მნიშვნელოვანია. ლუჩო იდეებს გვიზიარებს და მას მივყვებით. ეს რთულია, მაგრამ ყველა გუნდში გააკეთა, სადაც იმუშავა.
ამ ტურნირზე არასდროს იცი, რა მოხდება. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ მუნდიალზე სხვა ისეთი ნაკრებებიც ასპარეზობენ, როგორებიც არგენტინა, ბრაზილია და საფრანგეთი არიან. ბევრი ძლიერი ევროპული და სამხრეთ ამერიკული გუნდია, რომლებთან მოგებაც რთული იქნება.
ლეოს შეჩერება თითქმის შეუძლებელია – ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელიზე ვსაუბრობთ. აშკარაა, რომ მესი არგენტინისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.
ვფიქრობ, შემიძლია “ბარსაში” კიდევ მრავალი წელი ვიყო. ჩემი აზრით, როცა ვთამაშობ, კარგად გამოვიყურები და როცა სკამზე ვარ, თანაგუნდელებს ვამხნევებ და ვცდილობ, ახალგაზრდებს დავეხმარო.
როცა ვიგრძნობ, რომ “ბარსელონაში” თამაში აღარ შემიძლია, ავდგები და წავალ.
ჩავი? ადრე თანაგუნდელები ვიყავით, ახლა კი ის ჩემი მწვრთნელია. როცა მეუბნება, რომ ვითამაშო, მაქსიმუმს ვიღებ და როცა არა, თანაგუნდელებს მხარს ვუჭერ. ჩავი ამ კლუბს ეკუთვნის.
კულეების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. აქ 11 წელია ვარ და ვფიქრობ, “კამპ ნოუზე” ყოველთვის მქომაგობდნენ.
წელს ჩემპიონთა ლიგიდან გავვარდით, მაგრამ გულშემატკივრები გუნდის მხარდაჭერას განაგრძობენ. გვმართებს, რომ ეს ყველაფერი მათ ტიტულებით დავუბრუნოთ.




ბარსაში კიარა წადი რა წადი გაგვანებე თავი შენი ნაბიჭვარი ხასიათით არამგონია კარგ გავლენას ახდენდე გუნდზე და გასახდელზე შე მტირალა, ჩემთვის შენ ვერასდროს იქნები საუკეთესო ბარსას მარცხენა მცველი სათანადო არც ხასიათი არც მენტალიტეტი და არც ინტელექტი არ გაქვს, ფაქტია როცა გუნდი იყო იქ ყველა მაგარი იყო და როგორც წავიდა წამყვანი ხალხი ყველამ ჩაისვარეთ შენც ბუსკეცმაც და ნებისმიერმა… დროა გაასხა და გაიყოლო კიდე , პიკე ღირსეულად წავიდა აიღეთ მაგალითი რა დიდხანს ბარსა საერთოდ უნდა ჩამოგაშორონ ბარსას, ეს ჩემი აზრია ვისაც არ მოწონს გაატაროს უბრალოდ. ალბა ჩემთვის საუკეთესო არასდროს ყოფილა და ვერც იქნება…
მრავალი წელიო? აბა დაიგინე?
სკამი, სათადარიგოთა სკამი და 3-4 წელი
Bichebi Ra ricxvshi iwyeba msoflio
მრავალის რა მოგახსენო მაგრამ საკმაოდ კარგ ფორმაშია და შეუძლია შემდეგ წელსაც ითამაშოს
ამას თმა კი არა ტვინი უნდა გადაუნერგონ 🤮🤮🤮🤮🤮
ჟორდი ალბა: შემიძლია, ბარსაში კიდევ მრავალი წელი ვიყო
მერე გაინულე ხელფასი და იჯექი სათადარიგოზე. რამდენიც გინდა.
შენ კი შეგიძლია მარა გუნდის ფინანსურ მდგომარეობას არა