workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა: წელს პრიორიტეტი ესპანეთის ჩემპიონობაა

ჟოან ლაპორტა: წელს პრიორიტეტი ესპანეთის ჩემპიონობაა

“ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა საინტერესო საკითხებზე საუბრობს:

სეზონის პირველ ფაზას პოზიტიურად ვაფასებ. გუნდი საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერ კიდევ შენების პროცესში ვართ. თუმცა, ფაქტია, რომ დიდი მოლოდინები არსებობს და წელს პრიორიტეტი ლა ლიგაა.

ყოველთვის მაქსიმუმი გვსურს და გვინდოდა, ჩემპიონთა ლიგაზე უფრო შორს წავსულიყავით, მაგრამ გარკვეულმა გარემოებებმა ხელი შეგვიშალა.

ვიმედოვნებთ, სწორ გზაზე სვლას გავაგრძელებთ. ტიტულების მოგება შეგვიძლია. 

გუნდი აქტიური და ძალიან დინამიკურია. შობას ლიდერების რანგში აღვნიშნავთ. სიმშვიდე მნიშვნელოვანია, რათა თავდაჯერებულობა მოვიპოვოთ.

პამპლონაში ჩემპიონის თვისებები გამოვავლინეთ. გუნდს სირთულეების გადალახვა და ლიგის მოგება შეუძლია. 

ჩავის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შეგვპარვია. მას სრულად ვენდობით და ვამაყობთ, რომ ჩვენი მწვრთნელია. ერნანდესი კლუბს კარგად იცნობს.

ყველა ტრანსფერმა გაამართლა და დრო ჯერ კიდევ არის. გარკვეული პრობლემების გამო, ზოგიერთი ახალწვეულის საუკეთესო ვერსია ჯერ ვერ ვიხილეთ, მაგალითად: კრისტენსენის, კესიესა და ბელერინის, მაგრამ მათ ვენდობით. რაფინია დიდებული შენაძენია – ბრაზილიელი გვაძლიერებს და, დემბელესთან ერთად, შესანიშნავად თამაშობს.

ლევანდოვსკის დამატება გუნდისთვის აუცილებელი იყო, რათა ჩემპიონის მენტალიტეტი და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა გვქონოდა. რობერტი გოლების მანქანაა, თანაგუნდელებს მუდმივად რაღაცებზე მიუთითებს, პასუხისმგებლიანია და კარგ იმიჯს გვაძლევს.

კუნდემ “ბარსელონაში” პირველივე მომენტიდან ყველას ნდობა მოიპოვა. ფრანგი ძალიან სტაბილურია.

ძალიან კარგად თამაშობს მარკოს ალონსოც, პაბლო ტორე კი ახალგაზრდაა, მაგრამ ჩავი მას ყურადღება აქცევს და სათამაშო დროს აძლევს.

ყველა მათგანი “ბარსას” სტილს ერგება – ეს ფილოსოფია, რომელსაც ყველაზე მეტად ვიცავთ, ნამდვილი და განსხვავებულია. ზოგჯერ ამ იდეოლოგიის შეცვლასთან დაკავშირებით ცდუნება ან დებატები არსებობს, მაგრამ ამით არაფერი იცვლება.

ჩვენ ამ მოდელის შენარჩუნებას ვემხრობით, რადგან ის უნიკალურს გვხდის. მაგალითად, თუ ფიზიკურ მოდელს დავეყრდნობოდით, სხვებს დავემსგავსებოდით.

ზაფხულში გეგმები შევასრულეთ და პრაქტიკულად, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც გვინდოდა. ახლა უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს. მუდმივად ვფიქრობთ, რა გავაუმჯობესოთ. ტრავმებმა გუნდის პოტენციალის ნახვის საშუალება არ მოგვცა.

ზამთარში ტრანსფერების განხორციელება მარტივი არ არის, რადგან მასში ფეხბურთელების ჩართვა მოგვიწევს და ხელს Fair Play-ს წესებიც გვიშლის. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნით შემოსავალი შემცირდა.

ლა ლიგამ უკვე გაგვაფრთხილა, რომ ტრანსფერებისთვის ნაკლები ბიუჯეტი გვექნება. შევეცდებით, ლა ლიგასთან მოლაპარაკებებითა და ევროპა ლიგაზე ან ესპანეთის სუპერ თასზე წარმატებით სიტუაცია შემოვატრიალოთ. მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ამხანაგური მატჩების ჩატარებასაც კი განვიხილავთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 13 ნოე 2022, 16:00
    #1

    დიდ იმედებს კი იძლევა მაგრამ ჯერჯერობით სტაბილური შედეგი არ ჩანს. რაც არ უნდა კარგი ახალგაზრდები გყავდეს ერთი ორი ლევანდოვსკის დონის ფეხბურთელი მაინც უნდა გვყავდეს თითო ყველა ხაზში.