workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ აღინიშნა ანსუ ფატიმ მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრა

როგორ აღინიშნა ანსუ ფატიმ მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრა

მსოფლიო ჩემპიონატზე ანსუ ფატის წაყვანის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თუმცა, საბოლოოდ, ლუის ენრიკემ ახალგაზრდა ფეხბურთელს შანსი მისცა და განაცხადში შეიყვანა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლუჩო ანსუს გამოძახება-არგამოძახებაზე ბოლო წამამდე ფიქრობდა, საბოლოოდ კი, ტექნიკურმა შტაბმა გადაწყვიტა, 20 წლის ფეხბურთელი განაცხადში შეეყვანა, თანაც ისე, რომ მის შესახებ კატალონიური კლუბისთვის არაფერი უკითხავს.

ამასთან, ანსუ ფატი იყო ბოლო მოთამაშე, რომელიც ლუის ენრიკემ განაცხადის წარდგენისას ამოიკითხა. 

ანსუმ მუნდიალზე გამგზავრების გაგების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა და ძალიან ემოციური იყო.

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ აღნიშნავს ფატი წარმატებას ოჯახთან ერთად:

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 13 ნოე 2022, 16:18

    ეს ერთი ოჯახი იყო თუ მთელი სანათესაო შეიკრიბა დასახვედრად.

  • Pier Njanka
    schedule 13 ნოე 2022, 04:02

    რა ბედნიერებაა ასეთი შვილი

  • jo va ni
    schedule 13 ნოე 2022, 00:26

    ყველაზე მაგრად ა,ის წარმატება გამიხარდება მუნდიალზე… იმედია წუთებს მიიღებს და უბრალო მგზავრი არ იქნებაააა

  • Barca for life
    schedule 12 ნოე 2022, 22:35

    დასაფასებელია ენრიკეს გადაწყვეტილება რადგან სხვა თუ არაფერი უკვე უდიდესი სტიმული მისცა და აქაც რომ დაბრუნდება დარწმუნებული ვარ უფრო მაგრად, ლაღად და მოტივირებული ითამაშებს.