workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლევანდოვსკი: ახლა ვიცი, რატომ არის ბარსა მეტი, ვიდრე კლუბი

ლევანდოვსკი: ახლა ვიცი, რატომ არის ბარსა მეტი, ვიდრე კლუბი

ცოტა ხნის წინ რობერტ ლევანდოვსკიმ კუთვნილი “ოქროს ბუცი” ჩაიბარა. ამ ჯილდოს “ბარსელონასთან” კავშირი არ აქვს, ის სრულად “ბაიერნის” დამსახურებაა, მაგრამ პრიზის მიღების შემდეგ რობერტმა “ბლაუგრანაზე” საინტერესო კომენტარები გააკეთა.

დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი წელი ძალიან კარგი იქნება.
ახლა უკვე ვიცი, თუ რატომაა “ბარსელონა” მეტი, ვიდრე კლუბი და ეს მნიშვნელოვანია.
სწორ გზას ვადგავართ. “ოსასუნასთან” მომხდარი ძალიან კარგია, ასეთი თამაშები მოგების წყურვილს უსვამს ხაზს.
ჩემთვის მთავარი გუნდური მიღწევებია და არა ინდივიდუალური. ამის მიუხედავად ვეცდები, ეს ჯილდო კიდევ ერთხელ მოვიგო, თუმცა ამჯერად რთული იქნება.
მუშაობა უნდა განვაგრძო, რადგან სეზონი გრძელია. მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ კიდევ 6 თვე უნდა ვითამაშოთ.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • azulgerana
    schedule 11 ნოე 2022, 18:30
    #2

    ციტატა: nika 54
    მაგრა კი დაგვაღალატა, რა იქნება ახალი წლიდან ძალიან საინტერესოა.


    ბერბატივს ყიდულობენ იანვარში შემცვლელად

  • nika 54
    schedule 11 ნოე 2022, 17:04
    #1

    მაგრა კი დაგვაღალატა, რა იქნება ახალი წლიდან ძალიან საინტერესოა.